”მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქვენნი”

      დღეს მოსწავლემ მითხრა: ” გუშინ გერმანულის მასწავლებელმა ჩემს მეგობარს მოუყვა……”, შევუსწორე, მასწავლებელმა მოუყვა კი არა, მასწავლებელი მოუყვა-მეთქი და გაკვირვებულმა მითხრა, მასე რომ ვილაპარაკო, დამცინებენო.ამ შემთხვევამ მაიძულა კიდევ ერთხელ მოვითხოვო, ”მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქვენნი და უფროჲს-ღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქვენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმენენით სიტყუათა ჩემთა”.

      წინადადება რომ დასრულებული აზრია ,ყველამ ვიცით. მასში შემავალ დამოუკიდებელ ანუ სრულმნიშვნელოვან სიტყვებს წინადადების წევრები რომ ჰქვია და ერთმანეთს გარკვეული წესით უკავშირდებიან, არც ეს უნდა იყოს თქვენთვის უცხო. ალბათ, ისიც იცით, რომ წინადადების აგებულება (კონსტრუქცია) ზმნის პირიანობაზეა დამოკიდებული. სუბიექტი და ობიექტები წინადადების მთავარი წევრებია და შესაბამისად, ყოველი ისტორიული ცვლილებისას ზმნურ შესატყვისებაში წინადადების წევრთა ანალოგიური გადაქმნა ხდება.ცვლილებას არაერთი ზმნა განიცდის. თუ ეს პროცესი( ცვლილება) უკვე დამთვრებულია ( მაგ. შეხედა მან(კაცმა) მას(კაცს) ის(თვალი) – სამპირიანი ზმნა იყო; დროთა განმავლობაში ერთი პირი- ის(თვალი), დაიკარგა, რადგან ”ხედვა”თვალს ისედაც გულისხმობდა და ზმნა, შეხედა, ორპირიანი გახდა),ენის ნორმა მას იღებს,ხოლო თუ ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ნორმა გრამატიკულ პრინციპს მისდევს და იცავს იმ კონსტრუქციას,რომელიც ისტორიულადაა გამართლებული.

        შემოგთვაზებთ რამდენიმე ამგვარ ზმნურ კონსტრუქციას:

1. დაიწევს ის –დაიწია მან [ღამე ტემპერატურამ დაიწია და არა: ღამე ტემპერატურა დაიწია]

2. ებრძვის ის მას – ებრძოლა ის მას [ნარკომანიას ყველა უნდა ვებრძოლოთ და არა: ნარკომანიას ყველამ უნდა ვებრძოლოთ]

3. ეკითხება ის მას მას – შეეკითხა ის მას მას [რას შემეკითხა მასწავლებელი? და არა: რა შემეკითხა მასწავლებელმა?]

4. ელაპარაკება ის მას – დაელაპარაკა ის მას [რას დაგელაპარაკა ნინო? და არა რა დაგელაპარაკა ნინომ?

5. იგინება ის – შეიგინა ის [მიტო შეიგნა და არა მიტომ შეიგინა]

 6. იმუქრება ის – დაიმუქრა ის [რუსეთი დაიმუქრა და არა: რუსეთმა დაიმუქრა]

7. სცემს ის მას – სცემა მან მას[ბიჭს სასტიკად სცემა ქამრით და არა: ბიჭი სასტიკად სცემა ქამრით]

8. სძლევს ის მას –სძლია მან მას [ნებისყოფით სძლიე შენს ზარმაცობას და არა: ნებისყოფით სძლიე შენი ზარმაცობა]

 9. უყვება ის მას მას – მოუყვა ის მას მას[მოსწავლე გაკვეთილს მოუყვა და არა: მოსწავლემ გაკვეთილი მოუყვა]

10. ჰპირდება ის მას მას – შეჰპირდა,დაჰპიდა ის მას მას [დედა შვილებს გასეირნებას შეჰპირდა და არა: დედა შვილებს გასეირნება შეჰპირდა].

8 Comments

Filed under მშობლიური ენა

8 responses to “”მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქვენნი”

  1. sunwaiting

    “შეიგინა ის” თუ “შეიგინა მან” ანუ მიტომ და არა მიტო?

    • რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ -”მიტო შეიგინა და არა: მიტომ შეიგინა”,ანუ შეიგინა ის!

  2. eh ra dabindzurebulia Chveni ena , ufro da ufro bindzurdeba da swori saubari sasacilo xdeba : |

    posti rom wavikitxe , gamaxsenda,rogor gagvikvirda, roca qartulis maswavlebelma agvixsna , rom swori forma aris “texs” da ara “texavs” .

  3. ახლა მივხვდი, რამდენ შეცდომას ვუშვებ, თან ისე, რომ თავი “გრამატიკოსი” მგონია😐 ამ პოსტის წაკითხვამდე მეგონა, რომ “მასწავლებელმა მოუყვა”… ოჰ!

  4. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პოსტები.
    ვკითხულობ, ვცდილობ დავიმახსოვრო მაგრამ მერე ისევ მავიწყდება😦

  5. მომიკითავხარ – მოგიკითხავვარ, გამიჟიმავხარ – გაგიჟიმავვარ, ორდინარული – არაორდინარული… აი, რამდენიმე სწორი ფორმა, რომელიც კიდევ შემომრჩა პირველ კურსზე ნასწავლი ქართული გრამატიკიდან😉

    • პირველი ორი ფორმა სწორად გახსოვს, :)მესამესი კი რა მოგაახსენო 😦 ორდინალური – არაორდინალურია სწორი ფორმები და არა:ორდინარული – არაორდინარული…

      • ინგლისურად (ფუძე ალბათ ლათინურია) ხომ ordinary არის ეგ სიტყვა. შესაბამისად, ქართულად ორდინარული უნდა იყოს და არა ორდინალური, ჩემი აზრით.

        ჰო, ძალიან სასარგებლო ბლოგი გაქვთ, დიდი მადლობა : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s