“თარგმანში დაკარგულები-2”

ახლა გთავაზობთ წინა პოსტის გაგრძელებას.

  1. რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსულ სიტყვებში Ю უნდა გადმოიცეს იუ– ჯგუფით: მანიკიური,რეზიუმე,კოსტიუმი,სიურპრიზი(და არა: მანიკური,რეზუმე, კოსტუმი.სურპრიზი). გამონაკლისია:კაფსული,პარაშუტი,ბროშურა…
  2. უმახვილო  О-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსული სიტყვები,საკუთარი სახელები,გვარები და გეოგრაფიული სახელები ო-თი უნდა გადმოიცეს: კომპოტი, ოდიკოლონი, ვორონცოვი, ოდესა, ტოლსტოი(და არა: კამპოტი, ადეკალონი, ვარანცოვი, ადესა, ტალსტოი). გამონაკლისია: კატლეტი, კანტორა, კაპიკი, ლატარია, კამოდი.
  3. უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც რუსულში  ЕЯ-ზე ბოლოვდება, ქართულში ეა დაბოლოებით უნდა გადმოიცეს: ასამბლეა, გალანტერეა, გალერეა, ეპოპეა, იდეა(და არა: ასამბლეია, გალანტერეია, გალერეია, ეპოპეია,იდეია).
  4. ევროპული ენებიდან მომდინარე ლა და ლუ ჯგუფებიანი სიტყვები, რომლებიც რუსულში ЛЮ და  ЛЯ  კომპლექსებს იძლევა, ქართულში უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფით: აკუმულაცია, აკუმულატორი,პლაჟი,ალუმინი, ასიმილაცია, ტრანსლაცია,ილუზია (და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, პლიაჟი, ტრანსლიაცია,ალიუმინი,ილიუზია).
  5. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში H აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით(რუსულის გავლენით) მის ნაცვლად  გ-ს ხმარობენ: ბეჰემოტი, ჰოპნოზი, ჰერკულესი, , ჰიბრიდი(და არა: – ბეგემოტი,გოპნოზი, გერკულესი,  გიბრიდი).

14 Comments

Filed under მშობლიური ენა

14 responses to ““თარგმანში დაკარგულები-2”

  1. ოდიკოლონი არა რუსულიდან, არამედ ფრანგულიდანაა შემოსული – Eau de Cologne, ასე რომ ოდეკოლონის თქმაც შეიძლება

    • სად წერია,რომ ოდეკოლონი რუსული სიტყვაა? რუსულის გზითაა შემოსული! ”2.უმახვილო О-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსული სიტყვები,საკუთარი სახელები,გვარები და….

    • Eau de Cologne, ასე რომ ოდეკოლონის თქმაც შეიძლება 🙂 აბა, ამ პოსტში რა წერია? 🙂
      კომპოტი, ოდიკოლონი, ვორონცოვი, ოდესა, ტოლსტოი(და არა: კამპოტი, ადეკალონი, ვარანცოვი, ადესა, ტალსტოი).

  2. რა ვქნა, ვერაფრით მივეჩვიე, რომ ვთქვა კოსტიუმი ან მანიკიური, hell😦

    • არც არის საჭირო. მართალია ეს სიტყვები რუსულის გავლით შემოვიდა ქართულში, მაგრამ ჲუ არაბუნებრივად მიმაჩნია. თუ არსებობს კომპუტაცია (როგორც ანგარიში, დათვლა), მაშინ რატომ არ შეგვიძლია, ვთქვათ კომპუტერი? ესპანელურში და პორტუგალიურშიც ასევე ინგლისურის გავლენით გაჩნდა სიტვყვა computadora (computer) მარა compiutadora არავის მოსვლიათ, თავში, ეთქვათ.

      ბრიუსელიც ძალიან მეუცხოება. მით უმეტეს, რომ ამ ქალაქის მშობლიურ ენაზე, ფლანდრიულზე (მართალია ეხლა მოსახლეობის უმეტესობა ფრანგულად ლაპარაკობს) მას ‘ბრუსსელ’ ქვია და არა ‘ბრჲუსელ’ როგორც ფრანგულენოვანები ეძახიან.

      კოსტუმიც იგივეა. თუ წარმოდგენა ‘კოსტუმირებულია’ (ამაზე არავინ დავობს) მაშინ კოსტიუმი რატო უნდა ვიხმაროთ? და თუ მაინცდამაინც რუსულის გავლენას ვუსვამთ ხაზს, მაშინ ბარეღამ ‘კოსწიუმი’ ვთქვათ, ან ‘კასწიუმი’, წ-მ რაღა დააშავა, ხო უფრო ბუნებრივია, რომ რუსული ю თუ გადმოგვაქვს ‘იუ-დ’, მაშინ მთლიანად тю გადმოვიტანოთ წუ-დ🙂

      ხოდა ის ხალხი, ვინც მე-20 საუკუნეში ქართულში უცხო სიტყვების მართლწერის საკითხს იხილავდა, ძალაუნებურად იყო რუსული ენის გავლენის ქვეშ მოქცეული. არც სხვა უცხო ენას ფლობდნენ რუსულის გარდა და არც ჰქონდათ წესერი წარმოდგენა ტრანსლიტერაციის თავისებურებებზე.

  3. სასარგებლო პოსტია, ბევრს გამოადგება.🙂

  4. Maka Asatiani

    საინტერესოა!

  5. დღემდე მეგონა, ქართული ენა, მართლწერის და მეტყველების წესები, ასე თუ ისე, ვიცოდი. თურმე არ მცოდნია🙂

    დღეიდან თქვენი ბლოგის მუდმივი მკითხველი ვარ🙂

    გმადლობ🙂

  6. Teko

    ძალიან საინტერესო პოსტები გაქვთ. წელს აბიტურინეტი ვარ და თქვენი ბლოგიც ახლა აღმოვაჩინე (ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა)🙂
    ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გამიჩნდა და იმედი მაქვს მიპასუხებთ🙂
    1. რადგანაც უცხოური ენის თ ბგერა თ-თი უნდა გადმოვიდეს და არა ტ-თი, სწორი ფორმა ტინეიჯერია თუ თინეიჯერი?
    2. პლუსი და არა პლიუსი, შესაბამისად წინადადება
    “ყველაფერს აქვს თავისი პლიუსი და მინუსი”, შევასწორე: “ყველაფერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი”, თუმცა ერთმა მოსწავლემ მითხრა, თავის მასწავლებელს უთქვამს, ეს წინადადება მაინც არ არის სწორიო, სწორიაო: “ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები”. მაინტერესებს, მსგავს წინადადებაში პლუსისა და მინუსის გამოყენება არ შეიძლება?
    P.S. წინასწარ გიხდით მადლობას. იმედი მაქვს გასაგებად მოგაწოდეთ კითხვა და ბევრი შეცდომა არ დავუშვი!🙂

    • ძალიან სასიამოვნოა, რომ დაგაინტერესა ჩემმა პოსტებმა 🙂 ახლა პასუხები: 1. თინეიჯერი; 2.“ყველაფერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი” – ეს წინადადება სტილის თვალსაზრისითაა გაუმართავი(თუმცა გააჩნია კონტექსტს). 🙂

  7. Ann

    “ლატარია” თუ “ლატარეა”? მე რამდენადაც ვიცი, – მეორე. თქვენივე მოყვანილი მე-3 წესიც ამას ამტკიცებს🙂 არადა, მე-2 პუნქტის (რომელიც სხვა წესს ეხება) გამონაკლისებში “ლატარია” გიწერიათ.

    • Ann, სწორი ფორმაა ლატარია.

      • და რატომ არაა ლოტერეა საერთოდ? თუ ‘ლოტოა’, მაშინ ლოტერეა რატომ არა? ხო ერთი და იგივე ძირია? თუ პომიდორია (და არა პამიდორი) და კოსტ(ი)უმია (და არა კასტუმი) მაშინ ლოტერეამ რა დააშავა? лотерея რუსულად, lottery ინგლისურად, lotteria იტალიურად (საიდანაც წამოვიდა ეს სიტყვა), lotería ესპანურად. ლატარია გვარია სამეგრელოში (ეხლა რომ ლადარიად გადაიკეთა ზოგმა).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s