“თარგმანში დაკარგულები”

Blogroll.ge-ზე ”თარგმანში დაკარგულების” თვალიერებისას წავაწყდი Rocko-ს ამ კომენტარს: ” არავის დაუდგენია ეგ🙂 ინგლისურად რომ ამ სიტყვაში ეგ ლათინური “k” გამოითქმის, როგორც “ქ”, არაფერს ნიშნავს. მაგალითად, “Tom Soyer”-ში “T” ინგლისურად გამოითქმის, როგორც “თ”, მაგრამ ქართულში იხმარება, როგორც “ტომ სოიერი” – “ტ”-თი. ქართული ტრანსლიტერაციის რამე კონკრეტული წესი მე არსად შემხვედრია. თუ იცით ასეთი – არ დამიმალოთ.🙂 ”

                            არ გიმალავთ!

             უცხოური სიტყვების მართლწერა

ქართულ ენაში უცხო ენებიდან მრავალი სიტყვაა შემოსული, ბერძნულ-ლათინური ძირისაგან ნაწარმოები ე.წ. საერთაშორისო სიტყვებია დამკვიდრებული. ჩვენს ენაში ევროპული ენებიდან ბევრი სიტყვა შემოსულია რუსულის გზით, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბგერები არასწორადაა გადმოსული ქართულში.

1. ბერძნულ-ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში ბგერა ქართული-თი უნდა გადმოიცეს(და არა ტ-თი), ხოლო – ქართული -თი: აპათია, ესთეტიკა, ქრესტომათია , მიზანთროპი,მეტაფიზიკა( და არა – აპატია, ესტეტიკა, ქრესტომატია, მიზანტროფი).

2. ბერძნულ-ლათინური წარმომავლობის სიტყვების X ქართულში -თი იცვლება: ქრიზანთემა, არაქისი,ბრონქები, ქოლერა,კონტაქტი(და არა – ხრიზანტემა,არახისი, ბრონხები,კონტაკტი). მეორე მხრივ, ლათინური Q-ს შესატყვისად ქართულში გვაქვს : კვორუმი, კვოტა, კოლოკვიუმი, ადეკვატური( და არა: ქვორუმი, ქვოტა, კოლოქვიუმი, ადექვატური).

3. გერმანული EI დიფთონგი აი-თი უნდა გადმოიცეს: ლაიფციგი, აინშტაინი, ცვაიგი, ვაიმარი(და არა: ლეიფციგი, ეინშტეინი, ცვეიგი, ვეიმარი). გამონაკლისია რუსულის გზით შემოსული სიტყვები: ეიხენვალდი, ეიზენშტეინი, ბრონშტეინი (და არა აიხენვალდი, აიზენშტეინი, ბრონშტაინი).

4. ქართულში ევ-ით და ავ-ით (და არა: ეუ-თი,ეი-თი ან აუ-თი) უნდა დაიწეროს eu და au დიფთონგების შემცველი სიტყვები: ლევკოციტები, ლევკემია, ავტონომია, ტავტოლოგია (და არა: ლეიკოციტები, ლეიკემია, აუტონომია). გამონაკლისია სიტყვები: ნეიტრალური, აუდიტორია.

 5. ინგლისური th-ს გადმოსაცემად უნდა ვიხმაროთ : Agatha, Katharine, Jonathan – აგათა, კათრინი, ჯონათანი.

18 Comments

Filed under მშობლიური ენა

18 responses to ““თარგმანში დაკარგულები”

  1. კარგი გაკვეთილია ფრიად🙂

  2. ლევკოციტები და ლევკემია პირველად გავიგე.
    ჰმმმ… სასტიკად ჟღერს😀

  3. მშვენიერია, მაგრამ წყარო?🙂

  4. Bas

    ღოცკო, დედაჩემმა შემოგითვალა წყაროა: გაფრინდაშვილის და ქირიას სახელმძღვანელოო, ასევე ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, ასევე იხილე ჭაბაშვილის, ფოჩხუას, შანიძის და სხვათა ნაშრომებიო😀

  5. იცით რა მაინტერესებს რა დანიშნულება აქვს მაგალითად ქართულ ენაში განმარტებას მაგალითად

    ანი–ბანი–განი–დონი და ა.შ.

    ეს რამე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს თუ უბრალოდ კარგად დასამახსოვრებელია ასე. და კიდევ თუ ვინმემ იცით რომელ საუკუნეში გაჩნდა საერთოდ ეს განმარტება?
    მადლობა

    • თუ დაუკვირდებით, ხმოვანი ბგერების გამომხატველი ნიშნების სახელები -ნ- თანხმოვნის დართვით იწარმოება: ან,ენ,ინ,ონ,უნ;თანხმოვანთა ნიშნებიც გაფორმებულია როგორც ერთმარცვლიანი სიტყვები ბოლოკიდური -ნ- თანხმოვნით: ბან, გან, დონ და ა.შ. 7 ასოს სახელში გვხვდება -რ- თახმოვანი:ნარ,პარ,ტარ… 2 ასოს სახელწოდება ხასიათდება ბოლოკიდური -ლ- თანხმოვნით:ძილ,წილ; თავისებური სტრუქტურა აქვს -რაე-სა და -ჰაე-ს; ერთადერთი ასოს სახელს აქვს ბოლოკიდურ ელემენტად -ს- ”ლას”;
      უდავოა ამ სახელთა თავისუფალი თხზვის პრიციპი ქართულისათვის ბუნებრივი ბგერათკომპლექსების შერჩევით. ივ.ჯავახიშვილის აზრით, ასოთა სახელები ისეა ანბანთრიგში გაწყობილი,რომ გარითმულობის შთაბეჭდილებას ქმნიან,რაც სახელთა დახსომების პირობა უნდა ყოფილიყო.ამასთან, არ არის გამორიცხული,რომ ქართული ანბანის ზოგი სახელი სხვა სისტემათა ზეგავლენით ყოფილიყო ნაწარმოები.

  6. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90:%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%91%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98 – ოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, შედგენილია “ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის” მიერ. მართალია წინა საუკუნეში, მაგრამ ამის მეტი, სხვა ნორმა არ არსებობს:)

  7. მესამე და მეოთხე პუნქტებში გეთანხმები, ეგ ღრმა წარსულიდან ვიცი… დანარჩენებზე ვერ გეტყვი, თუმცა ფრიად შესაძლებელია.. .:)
    რაც შეეხება როკოს პოსტს, კერძოდ “ფეისბუქი” თუ “ფეისბუკია”… მე თუ მკითხავ, “ფეისბუქი” უფრო კარგად, “რბილად” ჟღერს ვიდრე “კ”-თი გამოთქმული ეგ სიტყვა…🙂 იმჰო..
    და ის პასუხი, რომ არავის დაუდგენია “K” “ქ” არის თუ “კ” სრულიად შეუსაბამო იყო🙂

  8. წესები და ნორმები იცვლება. თუნდაც აიღეთ სხვადასხვა დროს გამოცემული ორთოგრაფიული ლექსიკონი და შეადარეთ.

    ჰოდა, სანამ სწავლული კაცნი ინებებენ სულელური წესების გადახედვას, მათ უნდა მივდიოთ?
    მაშინ ამიხსნან ლექსიკონების შემდგენლებმა, ინგლისურიდან შემოსული სიტყვაში “K”, რომელიც ორიგინალში ჟღერს, როგორც “ქ” რა ლოგიკით უნდა დავწეროთ ან გამოვთქვათ რუსულის გავლენით როგორც “კ”? იგივე ითქმის P-ზე, რომელიც გამოითქმის როგორც “ფ” “T” – “თ”…

    ეს ასევე ეხება უცხოურ საკუთარ სახელებსაც. უნდა დავწეროთ და გამოვთქვათ ისე, რომ მაქსიმალურად ორიგინალთან იყოს მიახლოებული, მით უფრო, როდესაც ქართული ანბანი ამის საშუალებას გვაძლევს.

    • 1990-იანებში ან ჩვენ დროს გამოცემული რომელიმე ორთოგრაფიული ლექსიკონი იცი?

      • ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილი ”ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი” /მეორე შევსებული გამოცემა, თბილისი, 1998წელი/

        • კაია, საინტერესოა, რა არის დაწერილი უცხო ენებიდან გადმოტანაზე

  9. rocko88

    კიდევ ერთი კითხვა:

    “ბუკინისტია” სწორი თუ “ბუქინისტი”?

    ფეისბუკიც ხომ book-დან მოდის?

    • ეგ სიტყვა ქართულმა უკვე აითვისა. თანაც ეგ ხომ საკუთარი სახელი არაა.
      რაც შეეხება ფეისბუქს – ეს ბრენდის სახელია. სავჭრო ნიშანი. ისევე როგორც სწორია “ქოდაქი” და არა “კოდაკი”.

  10. ბუკინისტი/ფრანგ.bouquiniste/ > ინგლისურშიც ფრანგულიდანაა შესული. ასე რომ, აქ q გვაქვს და არა k.

    • rocko88

      ახლა უკვე დავიბენი🙂

      ანუ, ფრანგული q შემოდის როგორც “კ” და ინგლისური k – როგორც “ქ”?

      გამოდის, რომ ინგლისურშიც book ფრანგული bouquin-დან შესულა…

      ძალიან დავიბენი :)))

      • ”გამოდის, რომ ინგლისურშიც book ფრანგული bouquin-დან შესულა…”
        ინგლისურში საიდან შევიდა,ნამდვილად არ ვიცი!🙂
        ”ფეისბუქი” ქართულში კი ნამდვილად ინგლისურიდან შემოვიდა როგორც ბრენდი, ამიტომ იქნება -ქ-.🙂 გასათვალიწინებელია,რომ ტრადიციით განმტკიცებული და ფართოდ გავრცელებული ფორმები უნდა ვიხმაროთ ძველი სახით: პარიზი( და არა პარი), ვაშინგტონი(და არა ვოშინგტონი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s