”მარგალიტები”

                                     

დამთავრდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტთა 80-85%  სტუდენტი გახდა. ვინ დარჩნენ ისევ აბიტურიენტებად? ალბათ, ამ მარგალიტების ავტორები:

  1. ყველას თუ არა უმრავლესობას, ალბათ, გახსოვთ ” გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” ჯავახეთის კრების ეპიზოდი. ერთ-ერთ ვარიანტში სწორედ ამ ეპიზოდიდან იყო შეკითხვები ( გრიგოლისა და ეფრემის საუბარი); ა) განმარტეთ, რა მიზნით მოიშველია ეფრემმა არგუმენტი: ”ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაი…” აბიტურიენტთა 10% წერდა: ”ეფრემმა არსენს ცოლობაზე უარი უთხრა”.

        ბ) განმარტეთ, რა იგულისხმება გადატანითი მნიშვნელობით ეფრემის სიტყვებში: ”არა ვარ… არსენის ცხოვარი და არცა იგი – ჩემი მწყემსი”.  პასუხი ასეთი იყო: ”მე და არსენი  და-ძმა არა ვართო”.

2.      დავით გურამიშვილის ”დავითიანი”:   ”……  მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდშობილსა”(სტროფი მთლიანად იყო მოცემული). კითხვა: დაასახელეთ, ვის უხდიდა მადლობას ავტორი? პასუხი – საყვარელ დედიკოს.

  1.  ერთ-ერთ ვარიანტში წერით დავალებად მოცემული იყო ნაწყვეტი პაოლო იაშვილის     მოთხრობიდან ” ფერადი ბუშტები (სანტიმენტალური ამბავი)”.  მარგალიტი – ”ავტორმა აღწერა იმდროინდელი მათხოვრების ეხლანდელი  მდგომარეობა”. 
  2. გალაკტიონის ”მერი” – ”ავტორი  მერიში გულისხმობს ბედკრულ საქართველოს”.
  3. გურამ დოჩანაშვილის ” სამოსელი პირველი” –  ” ავტორმა საოპერაციო მაგიდაზე მოათავსა მრავალჭირგადატანილი საქართველო და მძაფრი ფერებით ოპერაციის მთელი მსვლელობა აგვიწერა”.   ”ავტორმა ნაწარმოების პროლოგში პერსონაჟის ეპილოგი დაგვიხატა”. 
  4. გრიგოლ რობაქიძის ” ჩაკლული სული” –  ”სპილბერგის უჟასებიც კი ანგელოზებად მოგეჩვენებათ სტალინთან შედარებით”.

ეს მხოლოდ ნაწილია ”მარგალიტების” .

   ახლა მინდა შემოგთავაზოთ გონებაგახსნილი, მაგრამ უპასუხისმგებლო აბიტურიენტის შედევრი ე.წ. ფუნქციურ წერაში. მან ვერ დააკმაყოფილა ვერც  ერთი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შეფასებულიყო და ამ ნაშრომში მიიღო 0 ქულა:   

                            ” ბავშვთა დაცვის ფონდ ”ჩინგიზ ყაენის პირად გვარდიას”                     ჩვენი მიმართვა

   ვაპირებთ გავაკეთოთ, დავასუფთაოთ, მივალაგოთ და  მოვალაგოთ ჩვენი სკოლა. არ გთხოვთ ფრიად ღრმააზროვან დიდაქტიკას მოსახმარებლად, მაგრამ თუ დაგვეხმარებით და, ცოცხებს გვათხოვებთ კარგს იზამთ.იმიტომ, რომ შიშველი ხელებით ცოტა გვიჭირს მოხვეტვა.გარდა ამისა, ეგზომ ფუმფულა მამრი, ბენდუქიძედ წოდებული, შვილად მომიხსენიებს და ძალმიძს ბავშვთა დაცვის ფონდიდან პარმლამენტში გიჩალიჩოთ რამე.

    გაჩალიჩება – არს ესევითარი მსგავსებაჲ საქმისა, დაღაცათუ უკუეთესი რადგან ხვალ გივიას. ბაბუის ორმოცია, მაშ ზეგ დავიწყოთ შრომა-საქმიანობა და თუ ბლომდე ვიქნებით, იქნება და ქე წამიკრათ ხელი რაცხა პაწიაზე, ყანა მაქ სათოხნი, იმიტომ,რომ მერე უნივერსიტეტში მეჩქარება, ლექციებს ვკითხულობ თემაზე: ” პოსტგნოსეოლოგიური ჭრილი  დიდაქტიკურ წნეხთან მიმართებით განიცდის თუ არა ზემძლავრ გამოსხივებას თუკი მას დავაკომპენსირებთ ეტიმოლოგიური დიაფრაგმის პროცენტული შემადგენლობით ქრომოსომათა სუბორდინაციულ სენსორზე?

     მოკლედ მიეცით და მოგეცემათ ანუ გვიბოძეთ ცოცხები და გიბოძებთ სუფთა გარემოს

                        დავშთები სიღრმისეული კდემამოსილებით მარად თქვენი…

P.S. ერთ ქულაზე თანახმა ვარ. თქვენ?

აბიტურიენტთა სტილი ყველგან დაცულია.

17 Comments

Filed under ზოგადი

17 responses to “”მარგალიტები”

  1. ძალიან გამახალისა “მარგალიტებმა”. ასევე გამიხარდა ბლოგზე თქვენი აქტიური დაბრუნება, ჰო კიდევ, გამოჯანმრთელებას გისურვებთ(ან გილოცავთ) :)))

  2. provokatori

    აუ რა წესია, ფუნქციურში ჩათლახი ვიყო ერთი 4 ქულა მაინც უნდა დაეწერათ😀

  3. ბავშვთა დაცვის ფონდ ”ჩინგიზ ყაენის პირად გვარდიას”
    😀 😀 😀

    ერთი ქულა მარტო ამის მოფიქრებისთვის ეკუთვნოდა😀

  4. მიხარია, რომ დაბრუნდით. იმედია, კარგად ხართ უკვე🙂
    უმაგრესი პოსტი იყო🙂

  5. busuna

    vaime imas boloshi namdvilad umaglesi qula ekutvnis sazrianobashi😀 magas unarebshi ramdeni qula yavda neta?😀

  6. ”სპილბერგის უჟასებიც კი ანგელოზებად მოგეჩვენებათ სტალინთან შედარებით”. 😀😀😀 magariaaaa😀😀

  7. aaaa bolo magari iyo😀
    imedia sul fexebze ekida da ise werda da amaze goneba ar daudzabiaa😀

  8. ბაბისა

    zalian saxaliso iyo, efremis colobis ambavi gansakutrebit :D:D:D

  9. qristine

    აუუ… ბავშვმა ფუნქციურში რეები წერა და რაის 0 ქულა.. რვა კი არა ათიც ეკუთვნის… არა,მართლა,უსამართლობაა იმბავშვმაც 0 აიღოს,ვისაც ეფრემი ქალი გონია (და თან არსენის საცოლე😀 ) და ამ ნაშრომის ავტორმაც.. ბავშვს იუმორის გრძნობა მაინც აქვს.. ნერვები მომეშალა უცებ..

  10. ფუნქციური წერის ნიმუშს რაც შეეხება, აბიტურიენტმა ვერ დააკმაყოფილა შეფასების ვერც ერთი კრიტერიუმი: 1.ტექსტის ორგანიზება 2.დასაბუთება 3.ლექსიკა და სტილი 4. მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი 5.პუნქტუაცია. 😦 ასე რომ, მხოლოდ იუმორი მისაღებ გამოცდებს არ ჰყოფნის.

  11. საწყალი მერი : D

  12. anano

    ziniko mas esaa yvelaze dzaan magari😀 dzaan minda am adamianis gacnoba :D:D:D

  13. ბოლო “მარგალიტი” მართლაც იმსხურებს ამ წოდებას ბრჭყალების გარეშე (ნუ სხვებთან შედარებით მაინც) – გონებახსნილი და მოაზროვნეა (ნეტა მე ვიყო ასეთი ნიჭის პატრონი😦, (ამა თუ იმ სიტყვის აღქმას და საინტერესოდ გაშიფრვას ვგულისხმობ😀 )ცოტა უკეთ გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას მომავალ (ეროვნულ?) გამოცდაზე. ), ეს ადამიანი, კარგი მაგალითია იმისა, რომ მარტო ნიჭით შორს ვერ წავალთ, თუ სხვა რაღაცეები (კერძოდ: მონდომება, შრომისმოყვარეობა, მოტივაცია და პასუხიმგებლობის გრძნობა) თუ არ წავატანეთ..

    • ლიკა, სწორად აღნიშნეთ: ”ეს ადამიანი, კარგი მაგალითია იმისა, რომ მარტო ნიჭით შორს ვერ წავალთ, თუ სხვა რაღაცეები(კერძოდ: მონდომება, შრომისმოყვარეობა, მოტივაცია და პასუხიმგებლობის გრძნობა) თუ არ წავატანეთ…” გურამიშვილიც ამას გვეუბნება : ”ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!” 🙂

  14. Velcan

    წინ ჩინგიზ ყაენის პირადო გვარდიავ! ჩვენ ბუღა თურქის სახელობის შემწყალებელთა არამისტიური კავშირი ყველანაირ დახმარებას გაგიწევთ ბოროტ ჭანჭიკებთან ბრძოლაში😀😀😀😀😀 ბოლო მარგალიტი მართლაც რომ მარგალიტია,ბარგალკითაა საცემი ვინც ამ აბიტურიენტს ამ თემაში 0 ქულა დაუწერა! მასტს რა დონეზე უნდა გეკიდოს ყველაფერი რომ ეს დაწერო გამოცდაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s