პოლკოვნიკის გზავნილი

 ორ თვეზე მეტია პოსტი არ დამიწერია, ივლისში გამოცდები იყო, აგვისტოში ავად გავხდი. ჯერ კიდევ ცუდად ვარ ( თირკმელში კენჭის გავლა გამირთულდა) , გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი პოსტი ეროვნულ გამოცდებზე მინდოდა დამეწერა, შემდეგ –  სახალისო ისტორიები უროლოგიის ცენტრიდან. ბლოგს  შევუარე და პოლკოვნიკის თხოვნა დამხვდა, ძალიან მეზარება, თან ცუდადაც მახსოვს რას ვფიქრობდი ბავშვობაში, მაგრამ შევეცდები რამე გავიხსენო:

1. ძალიან დიდხანს მეგონა, რომ ღამით საწოლთან ახლოს თუ დავდგებოდი ქვემოდან შავი ხელი გამოვიდოდა და სადღაც შემათრევდა, ამიტომ საწოლთან სკამს ვიდგამდი და ისე ვხტებოდი . 

2. შავი ვოლგის ( ძველი 21) პატრონები ბავშვების გამტაცებლები მეგონა,ამიტომ სადაც ამ მანქანას დავინახავდი ,იქიდან გავრბოდი და ვიმალებოდი.

3.ჩემი მეგობრის, ელისოს, ბაბუა  ”ვიხლაპნოი კლაპანს” გვეძახდა მე და ელისოს და ძალიან დიდხანს ეს ტერმინი  კომპლიმენტი მეგონა.

4. 5-6 წლამდე ქართულ სიტყვებს ბოლო ხმოვანს ვაცილებდი და მეგონა, რუსულად ვსაუბრობდი, თან ძალიან მიკვირდა ,რატომ არ ესმოდათ რუსის ბავშვებს ჩემი საუბარი.

7 Comments

Filed under ზოგადი

7 responses to “პოლკოვნიკის გზავნილი

  1. zurriuss

    …ამათი დაწერა როგორ გეზარებოდა, მიკვირს :)))

  2. ბაბისა

    rusulad saubari moemowna😀😀😀 gamojanmrtelebas gisurveb😛

  3. ვაიმე მაგ შავი ხელის უსაშინლესად მეშჳნოდა მეც. ოღონდ მეგონა რომ კედლიდან უნდა გამოსულიყო. რაღაც ფილმი მქონდა ნანახი და ისე იმოქმედა რამოდენიმე წელი პანიკაში ვიყავი,

  4. უი ახლა ვნახე ეს პოსტი :))) მაგარია :))) “ჩორნა რუკა” :)))

  5. piccolina

    ახლა გადავხედე ბლოგების სიახლეებს და ძალიან გამიხარდა რომ დაგვიბრუნდით )))

  6. Eni

    Boloo Kargii iyyooo Ganwyoba amimaglda< 33:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s