შიში და სირცხვილი

 

              დიდი ხანია პოსტი აღარ დამიწერია, დრო თითქმის აღარ მაქვს გამოცდების მოახლოების გამო, მაგრამ ძალიან მეტკინა გული და აჰა:

      გუშინ  ვიყავი ოთხი წლის უნახავ ბავშვობის მეგობართან(უცხოეთში ცხოვრობს და ხშირად ვერ ახერხებს ჩამოსვლას). მონატრებული და გახარებული მივდიოდი,მოვეფერები და მოვესიყვარულები ჩემს ბუთხუზას-მეთქი… ელოსთან  ყოველთვის კარგად გრძნობ თავს, მის ირგვლივ სულ ხალისი და სიმშვიდეა. გუშინ კი შემეშინდა, ელოსი არა,ადამიანების დაკარგვის შემეშინდა…

       ერთ-ერთ პოსტში ვწერდი პოლიტიკაზე აღარ დავწერ-მეთქი, მაგრამ…ელოსთან მისულს დამხვდენენ მისი კლასელები და კურსელები, რომელთანაც  კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარან. კოცნა-პროშნის, მოკითხვა-”მიკითხვის”, რამდენი ხანია არ მინახავხარისა და როგორ ხართ ოჯახშის შემდეგ საუბარი დაიწყო პოლიტიკაზე. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!  ”-გაიგე, მაესტრო და კავკასია დახურეს!”   ”- ეგ ნაძირლები! სიმართლის ერთდერთი წყაროც დაგვიხურეს?”    ” კი მაგრამ, მათ ხომ თავად შეწყვიტეს მაუწყებლობა”- მორიდებით თქვა ჩემნაირმა( ნეიტრალები კი არა  არაცერთისტები,მგონი საღად მოაზროვნენი,ღრმადმორწუნენი და არა ბრმადმორწმუნენი, შეიძლება ვცდები). უცებ ამის პასუხად  ” – ე. ი. ასე იყო საჭირო, ახალი ტაქტიკაა ნამდვილად!”  ელოს წინააღმდეგობას, ” რა სისულელეა, ასე ბრძოლა როგორ შეიძლებაო”,  ქოქოლა მოჰყვა, ”შენ ჯერ არაფერი იცი, დარწმუნებული ვართ, ერთ კვირში ჩვენ გვერდით დადგებიო”. 

        ერთი პერიოდი გადავწყვიტე, მათ საუბარში ჩავრეულიყავი, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ არ მომწონს ხელისუფლების, მტკივა და მაწუხებს თითქმის ყველა ის პრობლემა, რომელთა გამოც ხალხი ქუჩაშია გამოსული, მაგრამ ჩემთვის  მიუღებელია სტადიონზე  ” გმირების ხაშლამასავით ჩამოტარება”, ეკლესიით მანიპულირება… მაგრამ  თავი შევიკავე, მოვერიდე მათთან ურთიერთობის დაძაბვას, რისი კონტურებიც ჩანდა, წინა საღამოს ელოს მამასა (ე.წ. მიშისტი) და ძმას(ოპოზიცია) პოლიტიკის გამო კინაღამ დაუხოცავთ ერთმანეთი. შემეშინდა … სახლში დაბრუნებულს კი საკუთარი თავის შემრცხვა, ელოსთან ნამდვილად ნეიტრალური პოზიცია დავიკავე!   

      მუშნი ზარანდიასა და  ”აიდა, მოიდა ზურაბიიიის” გამო როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში?!  😦

7 Comments

Filed under ზოგადი, პოლიტიკა

7 responses to “შიში და სირცხვილი

  1. მეც ძალიან ხშირად ვიკავებ თავს მსგავს სიტუაციაში. ოპოზიციის მხარდამჭერებს კატეგორიული მიდგომა აქვთ – არ ხარ მათთან. ე.ი. ავტომატურად მიშისტი ხარ. თან, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაიმე შანსი იმისა, რომ რომელიმე, ელემენტარულად, პატივისცემით მოეკიდება შენს აზრს, არ არსებობს (აბა, აზრის შეცვლაზე ვის აქვს პრეტენზია). ამიტომაც ვჩუმდები ხოლმე, საკუთარი ნერვები და ხმის იოგები მეცოდება!

  2. ცოტა ძნელია იმ ხალხს, რომელსაც ზონდერ – ბრიგადების “დუბინკებით” თავებს დაუხეთქავენ, მერე ხელისუფლების რაციონალური კრიტიკა მოსთხოვო. ამიტომაც სამწუხაროდ ზოგჯერ მართლა არ იწყნარებენ განსხვავებულ აზრს. ცუდია, მაგრამ ადვილად ახსნადი.

  3. Gvantsa

    ამ ამბავში, მგონი ყველაზე ცუდია არა ის, რომ ჯანსაღი კრიტიკა არ შეუძლიათ ადამიანებს, არამედ ის, რომ ადამიანები ხოცავენ ერთმანეთს ვიღაცების გამო. ჩემი მეზობლის ოჯახშიც ატყდა ჩხუბი პოლიტიკის გამო და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ მერე კაი ხანს😦
    ადამიანი რატომ უნდა უპირისპირდებოდეს მეზობელს, ნათესავს, მეგობარს, ძმას, შვილს პოლიტიკის გამო?

  4. მესმის თქვენი😦
    ძალიან რთულია, იმიტომ, რომ მეც ბევრჯერ არ გამოვხატავ ჩემს ნამდვილ აზრს, მეგობრებთან თუ ახლობლებთან სიტუაცია უფრო არ დავძაბო😐 არ ვიცი, გაივლის კი ოდესმე ეს პერიოდი?

  5. piccolina

    ძალიან კარგად მესმის
    ხალხი ერთმანეთს გადაემტერა პოლიტიკური შეხედულებების გამო:/
    მყავს ნაცნობი, რომელიც ცოტაც და გრეჩიხაზე დაიწყებს ლოცვას და ვეღარ ვურთიერთობ იმ ადამიანთან,. რომ ყველა საუბარს პოლიტიკით იწყებს და ასევე ამთავრებს. მაგრამ, სიმართლ რომ გითხრათ, მირჩევნია დავკარგო ის ადამიანი, ვიდრე ყოველ მოსვლაზე მისი ფანატიკური საუბარი მოვისმინო და გაბუსხული გამოხედვები, მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციონერებს იმბეცილებად ვთვლი

  6. ნაცნობი სიტუაცია. ბიძაჩემთან რომ მივდივარ, იქ ამბები მხვდება, გადირევა კაცი. ერთმანეთს ებრძვიან ბიძაჩემი(მიშისტი) და ბიცოლაჩემი(უცნობის ფანი). ორივე ცდილობს, თავის მხარეს გადამიბიროს. იქ ცირკები იმართება, საქმე ლამის დარბევამდე მიდის. მოკლედ, ვცდილობ ამ ყველაფერს თვი ავარიდო მაქსიმალურად.

  7. Xabela7

    ჩვენი და ჩვენი ახლო ადამიანების პოლიტიკურ აზრებს,ჩვენი ურთიერობის სიწმინდე ჯობია😉 ასეთ პასუხს გირჩევთ თქვენიანებთან უთანხმოების ასარიდებლად.პოლიტიკამ ბევრი გადარია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s