ურთიერთობები

მე მგონია, სათაურით შემოგიტყუეთ.   :)  :) 🙂

გრამატიკულ  ურთიერთობებზე ვაგრძელებ საუბარს. წინა პოსტში  ზმნისა ( ვაკონკრეტებ ზოგიერთებისთვის,  🙂   ზმნა სინტაქსურად  შემასმენელია – ვწერ, ვბეჭდავ და ა.შ.)  და სახელის, კერძოდ, ქვემდებარის ( ისევ ვაკონკრეტებ, ბლოგერი (ქვემ.)  წერს) ურთიერთობაზე ვწერდი, დღეს კი შემასმენლისა და დამატება -ობიექტის(ბლოგერი წერს პოსტს(დამ.) ) ურთიერთობაზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას.

ქართულ ენაში ზმნაში გამოხატულია მოქმედი(სუბიექტი S ) და უმოქმედო(ობიექტი O) პირი : ბლოგერმა(S) დაგიწერა მკითხველს(O) პოსტი(O). ობიექტურ პირებს შორის განსხვავებაა: პოსტი – არის პირდაპირი ობიექტი, რადგან მოქმედების უშუალო საგანია, მას მოქმედება პირდაპირ ეხება, ხოლო მკითხველს – ირიბი ობიექტია, ის უშუალო მოქმედების საგანი არ არის.

1. პირველი პირის ფორმასთან  ობიექტის რიცხვი ყოველთვის გარჩეულია: გვხატავს ის ჩვენ; გვხატავენ ისინი ჩვენ (Oპირდაპირი); გვესალმება ის ჩვენ; გვესალმებიან ისინი ჩვენ(Oირიბი).

2. თუ ობიექტი მეორე პირია (შენ), მისი მრავლობითობა (თქვენ) – პირდაპირია ის თუ ირიბი, ერთნაირად აისახება ზმნაში, მას – დაბოლოება დაერთვის: ბლოგერმა დაგიწერათ მკითხველებს პოსტი (Oირიბი). სტუმარმა შეგაწუხათ თქვენ(Oპირდაპირი).  თუმცა, თუ  O-თან ერთად S-ც მრავლობითში დგას, მაშინ ზმნაში ასახულია  S-ის რიცხვი და არა – O-ისა:  დაგიწერეს ბლოგერებმა მკითხველებს პოსტი;  შეგაწუხეს სტუმრებმა  თქვენ.

3. ა) მრავლობითში დასმული მესამე პირის პირდაპირი ობიექტი თანამედროვე  ქართულში ვერ ითანხმებს ზმნას რიცხვში: სტუმარმა  შეაწუხა ისინი.

        ბ) ირიბი ობიექტის მრავლობითობა არ აღინიშნება გარდამავალი ზმნის ფორმასთან:  კოდალა აცლიდა ჭია-ღუებს ხეებს;  გ) გარდაუვალი ზმნის  ფორმასთან კი  მრავლობითობა  შეიძლება აღინიშნოს და შეიძლება არა. ამდენად ორივე ვარიანტი დასაშვებ სალიტერატურო ნორმად არის მიჩნეული: დამშეულ ძაღლებს სუნი ეცათ//  დამშეულ ძაღლებს სუნი ეცარა ამბავი ელოდა მათ?//რა ამბავი ელოდათ მათ?

თუ ობიექტთან ერთად სუბიექტიც მრავლობითში დგას, ზმნის ფორმაში S-ის რიცხვი აისახება: დამშეულ ძაღლებს მგლები ეცნენ და არა: დამშეულ ძაღლებს მგლები ეცათ.

 

  P.S. კომენტარებში შეგიძლიათ შეკითხვები დატოვოთ ( თუ რაიმე ვერ გაიგეთ).  🙂

6 Comments

Filed under მშობლიური ენა

6 responses to “ურთიერთობები

  1. მეც არ ვთქვი, რა ურთიერთობებზე გვიტყუებს დედიკო მენაკი…😛🙂

  2. iraabiraa

    momcons es blogi . vimeoreb gramatikas. ise gramatika miyvarda skolashi memgoni

  3. ninikela_1996

    tqveni saxeli da gvari da tu xart facebookze? :))))

  4. რა ნიშნით აღინიშნება ობიექტური პირების მრავლობითობა ზმნაში

    • გამარჯობა, უკაცრავად, შენიშვნის არსს ვერ მივხვდი.😦 პოსტში Oპ-ისა და Oი-ის რიცხვის ასახვის შესახებ წერია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s