რიცხვი

გამოცდები მოახლოვდა, დრო თითქმის აღარ მაქვს. სამუშაო,სამუშაო და კიდევ ერთხელ სამუშაო…….. სოფომ კი თავისი შეკითხვით ”იძულებული” გამხადა პოსტი დამეწერა,რისთვისაც მადლობას ვუხდი,  :)  წინადადებაში ქვემდებარის, დამატებისა და  შემასმენლის სინტაქსური ურთიერთობებით დაინტერესდა.

ზმნა-შემასმენელი წინადადების ხერხემალია (როგორც ვანო ქვეყნის :)  );  ილია მას  ”ჩვენი მეტყველების დედა-ძარღვსა” და ”სულს და გულს ” უწოდებდა. (ვანოს არა, ზმნას,კაცო   :D  )

სუბიექტ-ობიექტის ბრუნებისა და ზმნის უღლების ფორმები წინადადებაში ერთმანეთს უწევენ ანგარიშს; ასეთივე ურთიერთობაა მათ შორის რიცხვის გამოხატვაშიც.

თანამედროვე ქართულ ენაში თუ ქვემდებარე გადმოცემულია  ვინ ჯგუფის ან სულიერი რა ჯგუფის სახელით შემასმენელს რიცხვში ითანხმებს (-ებ-იან მრ.). თუ სუბიექტი ნართანიან მრავლობითში დგას, ყოველთვის შეითანხმებს ზმნას რიცხვში: ბავშვები ეზოში თამაშობდნენ;  პეპლები აფრთხიალდნენ ყვავილებზე; კლდენი, ზამთრისაგან გაყვითლებულნი, ამწვანდნენ.

მნიშვნელობა აქვს იმასაც, სუბიექტური პირი რეალური ვითარების მიხედვით აქტიურ სუბიექტს გულისხმობს თუ პასიურს, უსულო საგნები გაპიროვნებულია თუ არა:   ციდან ღრუბლები ქურდებივით მიიპარებოდნენ(გაპიროვნება);  ბანკები პენსიებს არ იძლევიან (აქტიური სუბიექტი).

ზმნას რიცხვში ვერ ითანხმებს სუბიექტი,რომელიც გამოხატულია: უსულო საგნით, კრებითი ან რიცხვითი სახელით, ორცნებიანი კომპოზიტითა და მრავლის გამომხატველი სიტყვით: წვიმის წვეთები დაცურავენ ფანჯრის მინებზე; ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა; ორივე თვალს მოეფარა (თუმცა, ორივენი თვალს მოეფარნენ); მამა-შვილი სტადიონზე წავიდა; ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა.

ასე რომ მრავლობითში დასმულ ქვემდებარესთან შეწყობა რთულია და მრავალფეროვანი; რიცხვში შეთანხმებას სტილისტიკური მიზნითაც მიმართავენ;

(ასე რომ, სოფო, სტილის საკითხია, რომელ ფორმას გამოიყენებ: ბავშვები მიყვარს// ბავშვნი მიყვარან> ბავშვები მიყვარან).

რომ არ მოგაბეზროთ თავი, ობიექტისა და ზმნის ურთიერობაზე ხვალ… :)   აბა, უმეტესობა ადამიანთა ურთიერთობებზე  წერთ და რა დააშავა ზმნამ  😀

3 Comments

Filed under მშობლიური ენა, Uncategorized

3 responses to “რიცხვი

  1. დიდი მადლობა!!!
    მეც მაგ ფორმას ვხმარობ, “ბავშვები მიყვარს”, მაგრამ იმ დღეს რაღაც მასალას ვთარგმნიდი და უცებ დავიბენი, არ ვიცოდი, რომელი ფორმა იყო ზუსტად სწორი (ეს “ზუსტად სწორი” – აშკარად შეცდომაა😀 ).

    სასწაულად გამოსადეგი და პრაქტიკული ბლოგი გაქვთ. LOVE & KISSES!

    დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!!!!!

  2. iraabiraa

    შემთხვევით მოვხვდი გერმანიის საელჩოს საიტზე. და აი რა აღმოვაჩინე :

    * გერმანიის საელჩო
    * გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები
    * კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში
    * ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის
    * ინფორმაციები გერმანიის მოქალაქეებისთვის
    * აქტუალური ინფორმაციები

    მე მივწერე რომ “ინფორმაციები” არასწორია. და ინფორმაციას არ აქვს მრავლობითი. ინფორმაციები იგივეა რაც მუსიკები, დენები და ა. შ.
    ჩავთვალე რომ თქვენ დაგაინტერესებდათ.

  3. sandro

    amas winat cudad viyavi,otaxSi televizori iyo Cartuli da tvaldaxuWuli vusmendi,sainformacio programas. uceb Cemi yuradReba erti politikosis frazam miipyro(rodesac mxolod usmen da ar uyureb gamosaxulebas,uketesad aRiqvam natqvams)prioritetebi davsaxeto- ase ganacxada.xoda mas mere am frazas xan iqit vatrialeb, xan aqet. Zalian davinteresdi, ratomRac mgonia rom mtlad swori ar unda iyos.bodiSi grZeli komentarit(tan latinuri asoebit)tu tavi Segawyinet, magram iqneb mipasuxot,ramdenad gamartulia aRniSnuli winadadeba. winaswar didi madloba:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s