ენა

         თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე, მდიდარი და განვითარებული ენაა,”მას ძალიან მაგარი ჩონჩხი აქვს”(გ.ქიქოძე). სალიტერატურო ენა ერთი გარკვეული დიალექტის საფუძველზე იქმნება, თუმცა არასოდეს თანხვდება მისი საფუძვლის დამდებ დიალექტს, რადგან სალიტერატურო ენის განვითარებაში სხვა დიალექტებიც მონაწილეობენ მეტნაკლებად, სალიტერატურო ენა ვითარდება და მდიდრდება სხვა ენებთან ურთიერთობითაც, ”ერთგვარ დარჯაკშია გატარებული” (ვ.თოფურია). ”იმ ერს,რომელიც თავის სამწერლებო ენას შესაფერისად არ განავითარებს,   არც შეუძლია გონებრივი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს, რადგან ამისათვის აუცილებელიად საჭირო იარაღი არ აბადია”  (ივ.ჯავახიშვილი).                   

     ქართული მეტყველების კულტურის ობიექტური საფუძველია საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული სალიტერატურო ენა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება და ვითარდება. ცვლილებები ხდება ლექსიკურ შემადგენლობაში,ბგერით სისტემასა თუ გრამატიკულ წყობაში.

            ლექსიკაში მომხდარი ცვლილებების მაგალითები: მეღვინე დღეს მეღვინეობის სპეციალისტს აღნიშნავს, ძველად კი ნიშნავდა ლოთს,მსმელს;  სანუკვარი – (ძვ) საჭმელს; მღერა – (ძვ) თამაშს,ხტომას, ცეკვას; დაპატიჟება – (ძვ)დასჯას,განჩინებას;  ალაგი – (ძვ) ბილიკს,გზას; ცხედარი – (ძვ) ლოგინს, საწოლს;

            სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება გაფართოვდეს ან დავიწროვდეს: სახედარი ძველ ქართულში აღნიშნავდა ჯორსაც, ვირსაც, ცხენსაც, დღეს კი მხოლოდ ვირს ნიშნავს. მელანი ბერძნულად შავს ნიშნავს(საწერად შავი სითხე გამოიყენებოდა), დღეს კი ამ სიტყვით სხვადასხვა ფერის საწერ სითხეს ვიხსენიებთ. ასევეა, სტუდენტი, რვეული

           ბგერათა რაოდენობაც განსხვავდება ძველსა და ახალ ქართულში.  ხმარებიდან ამოღებულია: ჳ,ჲ,ჱ,ჵ,ჴ.

             ქართულ ენაში მეორე სუბიექტურ პირთან გამოიყენებოდა პირის ნიშნები და ს, თუმცა თანამედროვე ქართულში მეორე სუბიექტურმა პირმა სრულიად დაკარგა პირის ნიშნის გამოვლენის უნარი,ამიტომ ნორმაა:  გორავ,  კვდები, დგები, წერ და არა ჰგორავ, ჰკვდები, სდგები, სწერ.

          ძველ ქართულში გვხვდებოდა თანდებულის ორივე ფორმა: წინდებული(იშვიათად,მაგრამ მაინც : ”ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა”,  ”შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუპები”) და უკუდებული.თანამედროვე ქართულში კი გვხვდება მხოლოდ უკუდებული  თანდებულები, რადგან სალიტერატურო ენამ ვერ იგუა წინდებულები, თუმცა  გვხვდება თითო-ოროლა შემთხვევა: გარდა ამისა, უპირველეს ყოვლისა.  რაც შეეხება უკუდებულ თანდებულებს, აი, როგორ მივიღეთ ისინი:  სახლსა შინა > სახლსა შინ > სახლში;  მაგიდასა ზედა > მაგიდასა ზედ > მაგიდაზე და ა. შ.

    ასე რომ, ენა ცოცხალია, ცვლილებებს განიცდის და ვითარდება,რის საფუძველსაც საზოგადოების განვითარება ქმნის.

                    ძალიან რომ არ დაგღალოთ, დანარჩენი შემდეგ.  :)   

     

12 Comments

Filed under მშობლიური ენა

12 responses to “ენა

  1. ზინა, იცით, რა მაინტერესებს? აი, მრავლობითში როგორ ითქმება: “ბავშვები მიყვარან”, “ადამიანები მომწონან” თუ “ბავშვები მიყვარს” და ასე შემდეგ, ზმნა “მრავლობითდება” თუ არა?

    • სოფო, ბავშვები მიყვარს!
      გმადლობ, პოსტის თემა მომეცი……..🙂😛

  2. Teko

    რომელია სწორი: მოლაპარაკება მინდა, გავმართო ცნობილ გერმანულ გამომცმელთან თუ მოლაპარაკება მინდა, ვაწარმოო ცნობილ გერმანულ გამომცემელთან?
    P.S.აბიტურიენტი ვარ,მაგრამ ქართულში ჩემით ვემზადები, ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა. მეგობარს ვკითხე და მითხრა, რომ მეორე ვარიანტია სწორი, მაგრამ მე პირველს ვფიქრობ. იქნებ, თქვენ გამარკვიოთ ამ საკითხში.🙂

    • სწორია – ”მოლაპარაკება მინდა, გავმართო ცნობილ გერმანულ გამომცმელთან”.
      აწარმოებს – პირდაპირი შინაარსით უკავშირდება რაიმე მატერიალურის წარმოებას( ქარხანა აწარმოებს იარაღს), ამიტომ მიუღებელია ზოგადი საქმიანობის, მოქმედების გამოსახატავად მისი ხმარება. მაგალითად: გამოძიებას აწარმოებს – იძიებს; მოსავლის აღებას აწარმოებს – მოსავალს იღებს; წარმოებს პენსიების დარიგება – პენსიები რიგდება;

  3. სამადლო საქმეს აკეთებთ zina🙂

  4. როგორც წავიკითხე გამსწორებელი ბრძანდებით ხომ?
    წელსაც ასწორებთ ქართულის ტესტებს?

  5. email იქნებ მომცეთ თქვენი
    ან მე მოგცემთ ჩემსას და მომწერეთ
    რაღაც კითხვა მაქვს..

  6. Liana

    მოგესალმებით, პატივცემულო ქალბატონო ზინა!
    მე თქვენი ბლოგის დიდი მოყვარული ვარ.
    ხომ ვერ ამიხსნიდით,
    რა განსხვავებაა თანდებულებს დმისა და დამის შორის? როგირაა სწორი:
    “ჩემდამი დამოკიდებლება” თუ “ჩემსადმი” და რატომ?

    • საღამო მშვიდობისა, დიდი ბოდიში დაგვიანებული პასუხისათვის. დროის უქონლობის გამო იშვიათად შემოვდივარ ბლოგზე.
      რაც შეეხება თქვენს კითხვას, სწორი ფორმაა ჩემდამი.
      თუ რატომ არის მართებული ფორმა, შეგიძლიათ ნახოთ წიგნში „ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის“.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s