ხევი

ორი დღის წინ facebook-ზე დამიმეგობრდა ჩემი ბიძაშვილის შვილი, ვახო ქირიკაშვილი, რომელიც დიდი ხნის უნახავი მყავდა და ძალიან გამიხარდა. კარგ ხასიათზე დავდექი, მისი ”პროფილის” ნახვამ ჩემს ბავშვობაში გადამაგდო – ყაზბეგში ( ჩემი დედულეთია). ვაიმე, იცით როგორ მიყვარს იქაურობა, გულის შეკუმშვამდე. ულამაზესი მხარეა და არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს.

 
 

 ქირიკეთ უბანი ყაზბეგში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას მდებარეობს (ვინც იცნობს იქაურობას, ყუროსკენ მიმავალი გზა ეცოდინება). მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. მოხევეებისაგან მოყვასისადმი სითბო და  სიყვარული ვისწავლე. ღირსების, ზნეობის, ვაჟკაცობის,სილამაზის გამოხატულებაა მთელი მხარე. დილით, როცა გავიღვიძებდი, პირველი რასაც ვხედავდი, პაპაჩემის სახლის ფანჯრიდან, გერგეტის სამება და მყინვარწვერი იყო. ახლაც,ამ წუთას, ყურებში თერგის ხმა ჩამესმის. ალპური ყვავილების სუნი მათრობს,ზვინზე დაკრულს რომ მიღიტინებდა ცხვირში, უშიშრად როცა მოვსრიალებდი ზვინით მთიდან დათო პაპასთან ერთად..მოგონებებში თრუსოსა და დარიალის ხეობებში დავხეტიალებ შალიკოსთან, თამრიკოსთან, სატკოსთან,გოჩასთან, მანანას ერთად ქირიკეთ დისწული….  

 

P.S. ფოტოები ( ვახოს გადაღებულია) პირველად დავდე ბლოგზე, ლამაზად არ გამოვიდა ტექსტში, მაგრამ არა უშავს,მაპატიეთ,თანდათან დავხვეწ. :D    

 

6 Comments

Filed under სხვადასხვა

6 responses to “ხევი

  1. Bas

    ქალაქჩი ჩამოვალ მაშინაის ვიყიდი და წავალ უაკნვე!😀

    • ბალღო, ჩამოვალ კი არა ჩამავალ, აბა რაჲ გითხრა, გონჯი ვინმე ხარ😀

      • =] შალიკოსთან ერთად სანადიროდ ვარ ნამყოფი თრუსოში =]. ვახოსაც ვიცნობ… პაპაჩემის ახლო მეგობარია შალიკო.
        “მა თოფი მამაწოდ, აი მანდ ასვენია”. არა რაღაც მეშლება =) არაუშავს უბრალოდ Quote-სთვის იყოს =]

  2. ისე Facebook ზე ვერ ვიპოვე… როგორ უწერია სახელი?

    • ძალიან კარგები არიან! ვახო ქირიკაშვილი, მე ქირიკაშვილები ამოვყარე და იქიდან მოვძებნე. თუ ვერ იპოვი,დამემატე Facebook-ზე და იქიდან დაეკონტაქტე – ზინა გაბიჩვაძეთი ვარ მე.🙂

  3. ლამაზი ჩანაწერია და ყაზბეგიც განსაკუთრებული, ხევის პატარძალი რომ გადმოყურებს. გულის შეკუშვამდე სიყვარულში რასაც გულისხმობთ ვხვდები, მეც მსგავსი განცდა მქონდა პირველად რომ ვნახე გერგეტი, მყინვარი და ყაზბეგი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s