ბლოგი

        დღეს ორი თვე შესრულებულა,რაც საბას (bas) რჩევით პოსტების წერა დავიწყე. არ ვიცი რამდენად საინტერესოა ჩემი პოსტები, მაგრამ ბლოგებში ხეტიალით მე  ვისვენებ, ბევრი რამ ახლიდან აღმოვაჩინე და ,რაც მთავარია, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომელთაც პირადად მე (თქვენი არ ვიცი) ახლობლებლად გთვლით.  :) 

             მგონია, დიდი ხანია მათ ვიცნობ (თუმცა მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა მაქვს),ყოველ დღე ველოდები სოფოს ”მზისფერ” პოსტს, მაინტერესებს თინიმ რა ქნა ქართული სახვითი ხელოვნების კოლოქვიუმზე, ვიხალისე piccolina-ს აღმოჩენაზე,გამიხარდა თაზოს წარმატება, ძალიან მაინტერესებს როგორები იქნებიან დოდკასა და თაას ბაჩაჩოეები, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბლოგის გზაზე ხომ, ერთი კი არა, უამრავი კაცი მიდი-მოდის საინტერესო და ლამაზი ისტორიებით…

                                          მიყვარხართ და გელოდებით  :) 

                                                    საბა,გმადლობ!

P.S. კომპიუტერთან მუშაობას ჯერ ახლა ვსწავლობ, ბევრი რამ არ ვიცი და თუ რამე შემეშლება აქ  ან  facebook-ზე  არ დამცინოთ 😛😀

12 Comments

Filed under შთაბეჭდილება

12 responses to “ბლოგი

  1. ძალიან კარგად მესმის თქვენი! აი, ხომ იყო დრო, ბლოგინგი საერთოდ რა იყო არ ვიცოდი არც დოდის ან სოფის არსებობის შეხებ ვიცოდი რამე! ახლა კი ეს ყველაფერი ჩემი ცხივრების ნაწილია, რომლის გარეშეც როგორ ვიყავი, უბრალოდ აღარ მესმის!

  2. ძალიან მომწონს ეს ბლოგი. 2 თვეზე მეტი არ გასულა? მე კიდევ მგონია, რომ დიდი ხანია გიცნობთ🙂

  3. ვაიი თქვენ არ იცით როგორ გამახარეთ ახლა ამ პოსტით : ))
    თათიას ვეთანხმები, მეც ახლა ვფიქრობდი- ორ თვეზე მეტი არ გასულათქო? : ))
    ძალიან ძალიან საყვარელი ადამიანი ხართ და საბუნიამ უნდა იამაყოს თქვენით :პ

  4. დედიკო მენაკი, მე ასე მყავხართ ჩემს ბლოგროლში🙂 :love:
    ძალიან მიხარია, რომ გახდით ბლოგერი და საშუალება მოგვეცა გაგვეგო, როგორი დედები არსებობენ, რადგან ხშირად – შვილებიც არ იცნობენ დედებს, მიუხედავად იმისა, რომ “პირიქით”ვწუწუნებთ🙂
    დიდი მადლობა! ჩემი მზე მუდამ გაანათებს თქვენთვის🙂

    LET THE SUNSHINE IN!!!

  5. piccolina

    გამიხარდა ჩამონათვალში ჩემი ნიკი რომ აღმოვაჩინე )))

    ჩემთვის ხართ ერთ-ერთი სამაგალითო ბლოგერი ხართ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მშობლებისგან განსხვავებით სიახლეებს არ გაურბიხართ და თამამად პოსტავთ (თან კარგად პოსტავთ)
    პლიუს მომწონს ეს ბლოგი და სიამოვნებით ვკითხულობ ყოველთვის
    პლიუს საბიკო მიყვარს ძალიან და თქვენს დედა-შვილურ ურთიერთობებზე რომ ვკითხულობ ძალიან მომწონს

    ბლოგერობის წარმატებით გაგრძელებას გისურვებთ :*

  6. კაი რამეა ბლოგერობა. დედაჩემსაც ხომ არ დავაწყებინო? :ჵ მაგრამ მანამდე ჩემი ბლოგი უნდა დავმალო საგულდაგულოდ :ჵ:ჵ

  7. ყველას დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის :)(კოცნის სმაილიკის დახატვა ჯერ არ ვიცი🙂 მასწავლეთ )
    Katten კარგი გადაწყვეტილებაა,ოღონდ არაფერი დამალო 😛

  8. babisa

    მე ახლაღა გავიგე, რომ საბას დედიკო ხარ🙂
    აქამდე სხვა მენაკი მეგონე, ფორუმელზე ეს ნიკი აქვს და ვფიქრობდი, რომ მისი ბლოგი იყო, მაგრამ კი მიკვირდა ცოტა :)))

    მომწონს ეს ბლოგი
    მომოწონდა, როცა ქართულ გრამატიკაზე ვკითხულობდი პოსტებს და მიხაროდა, რომ არიან ადამიანები , ვისთვისაც არაა სულერთი სწორად მეტყველება :))

    წარმატებები

    ჰო, მეც მომინდა, რომ დედაჩემი ბლოგერი იყოს😀
    მშობლის სხვა ჭრილით დანახვის კარგი საშუალებაა:)

  9. ბლოგერების სახელითაც მადლობა, საბა!

    :)))

  10. ველქამ🙂

  11. ეეეე რა მაგარია!!! გილოცავთ!
    რა მალე ვითარდებიან ბლოგები ამ ბოლო დროს :))
    მე რომ დავიწყე ბლოგის წერა 2 თვის მერე ჯერ ისევ მარტო მე ვკითხულობდი მგონი😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s