დედა

     დღეს დედას დაბადების დღეა, ის კი საავადმყოფოში მოხვედრილა. თირკმელზე აქვს რაღაც გართულება თურმე. ვნერვიულობ,ვერაფრით ვერ ვეხმარები, გვერდითაც ვერ ვუდგები, ძალიან შორსაა.ვიცი, ჩემი და-ძმა ,საბა- იქ არიან და ყველაფერს გაუკეთებენ,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ,ძალიან ვნერვიულობ; მენატრება, დედა მენატრება, მტკივა და მენატრება! 😦

       ღმერთო, უშველე ჩემს დედიკოს,დიდხანს მინდა, რომ ჩემთან იყოს!    

 

                                                                    დედას

                                        ტალღასავით გეხეთქები ხშირად,

როცა მეტყვი სიტყვას მკაცრს და მოჭრილს,

ხან დიდობა დაიგიმტკიცო მინდა,

ხან, უბრალოდ გაგიგორო კოჭი.

ზოგჯერ ვგავარ უმადურს და უძღებს,

შენგან მაინც მიტევებას ველი.

ცხოვრებისგან რამდენ დარტყმას უძლებ,

მე კი შენი მხრის მოდებაც მშველის.

ტალღასავით გეხეთქები ისევ,

რომ სიმყარე შევიძინო მერე.

ფილტვებს შენი ნამსხვრევები მივსებს,

 აღარ ვიმჩნევ ჩემს წლებს – შენს სიბერეს.

შენი თმენის და შენდობის ნიჭი,

ვიცი,მერე მეც რომ დამიფარავს,

მაგ სიმაღლეს ჯერ ამოსვლა მიჭირს,

ჯერ შენ მყავხარ იმედად და ფარად.

გაკვირდები და ერთ რამეს ვფიქრობ,

რამდენია ქვიშის თავზე წყალი.

ღმერთო! დიდხანს შემარჩინე სითბო

დედის ფრთის ქვეშ შეყუჟული ქალის…

11 Comments

Filed under ფიქრები

11 responses to “დედა

  1. Lilu

    ძალიან მაგარი ლექსია, დედაზე ტკბილი და თბილი არავინაა ამ ქვეყანაზე!!! მეც ანალოგიური სიტუაცია მაქვს, დედიკო არ მყავს გვერდით და მეც ძალიან მენატრება… ძალიან კარგად მესმის შენი!!!

  2. piccolina

    კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ😉

  3. natlia

    zina ra kargi leksi dagitseria. kargad ikneba juju. gauvlis kvelaperi, nu geshinia ziniko, kidev kargi rom ak mouvida. me kidev 5-jer davureke da aravint igebda kurmils, vipikre restoranshi khom ar arian tsasulebi tko. mere sagamos davureke da maiam mitkhra rom savadmkoposhi iko. magistvis iseti lamazi mdzivi makvs gaketebuli. gavugzavnoto elisom, vitsi rats motsons jujuso. davjekit da gavaketet magram jer ar gagvigzavnia. ekhla rom gamova mere gavakharebt. shen nu nerviulob kvelaperi kargad ikneba. ukve kargad aris. gogo ra datsera maints sabam amistana rom es gogo gadarebulia, sul kvelas ukitkhavs. mokled shenma dakalma sakme ishova. mets avadmkopivit kovel dge vkitkhulob magis da shens tserilebs. magram khom itsi shari ar modon rameze, bevrs nugar ilaparakebs. ekla elisko bechdavs da me velaparakebi. ise meshinia 26 maisis. des movusmine rustavi2-s chvneistana bednieri sadmer aris gana eri? movkvdi sitsili? tu shegidzlia nakhe. arachveulebrivi ragatssaa. mere vukure vanos shous. mokled serialebistvis dro shevizgude. elisos mosvlamde dzalian datvirtuli var. ( brchkalebshi) aba shen itsi. kargad aris ukve dges juju shedareba ar aris. gauvlis. aseti shetevebi kvelas emarteba. tamara

  4. ამეტირა.

    იმედია მალე გამოჯანმრთელდება🙂

  5. კარგად იქნება თქვენი დედიკო. და კიდევ, ნამდვილად ბედნიერი და ამაყი იქნება, რომ ასეთი შვილი ჰყავს🙂

  6. ერთი კვირაა დედა გვერდით არ მყავს და მივხვდი, როგორ ძალიან მაკლია…ამხელა გოგო ვარ და მის გარეშე თავს ისე უსუსურად ვგრძნობ, თითქოს უფრთო ბარტყი ვიყო😦 უფალი შეეწიოს შენს დედიკოს!!!

  7. ვერაფრით ვერ გავიხსენე თავიდან ბოლომდე შარლოტა კვანტალიანის ეს ლამაზი ლექსი და ვერც ჩემს ჩანაწერებში ვერ ვიპოვე სამწუხაროდ. ზეპირად მხოლოდ ორი ხაზი მახსოვს და მთელი ლექსის ძირითადი შინაარსიც ესაა:
    “…თორემ მერე გვიანია, ვსდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
    სანამ დედა ცოცხალია, მოვეფეროთ დედებს!…”

  8. MAXO

    DE DZALIAN MIYVARXAR DA GILOCAV DGEVANDEL DGES.MRAVALS DAESCARI.

  9. tako

    სანამ დედა ცოცხალია

    მერე მუდამ გვიანია,
    ვსდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
    სანამ დედა ცოცხალია,
    მოეფერეთ დედებს.

    სიყვარულს ნუ დაამადლით,
    თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
    სანამ დედა ცოცხალია,
    მოეფერეთ დედებს.

    მანამდე გვაქვს ფრენის ნიჭი,
    ვეჯიბრებით არწივებს და გედებს, _
    სანამ დედა ცოცხალია,
    მოეფერეთ დედებს.

    თუ ბავშვობა გენანებათ,
    ნაადრევად შიშობთ არ დაბერდეთ,
    სანამ დედა ცოცხალია,
    მოეფერეთ დედებს.

    დედის თვალთა კეთილ ზღვაში
    სარკესავით ხშირად ჩაიხედეთ,
    სანამ დედა ცოცხალია,
    მოეფერეთ დედებს…

    თორემ მერე გვიანია
    სდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
    სანამ დედა ცოცხალია,
    მოეფერეთ დედებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s