სიყვარული

      ”ძილი ნებისა”,  ასე დამიმთავრებია ჩემი წინა პოსტი და გამოქვეყნების  თარიღს  რომ შევხედე, ”რამდენი მძინებია-მეთქი”…  ამდენი ძილის მიზეზიც მქონდა: აქეთ ოჯახი, იქით მოსწავლეები, სამსახურიც ემატება და ჩემთვის, მარტოობისთვის, დრო აღარ მრჩება;  ვითომ ვწუწუნებ?! 

             ფიქრები – აქ ხომ მაინც შეიძლება ადამიანი მარტო იყოს,მაგრამ არც აქ მტოვებენ მარტო  :)  არა აქვს მნიშვნელობა რაზე, როგორ, სად, რატომ ვფიქრობ – სათითაოდ (თან რამდენი არიან 🙂 ) ყველამ უნდა დამისვას კითხვა : დე, (ან ცუცა, ესე ზურა მომმართავს)  რა იყო? რაზე ფიქრობ?  რატომ ხარ მოწყენილი?  ვინ გაგაბრაზა? 

 -არავინ!  

– აბა, ცუდ ხასიათზე რატომ ხარ?  

 -არა ვარ, ვფიქრობ. 

 -რაზე?  

-არაფერზე!

-მაინც?

-სიყვარულზე!

          ამის შემდეგ მანებებენ თავს, რადგან მათაც იციან, რომ რაზეც არ უნდა იფიქრო, ყველაფერს სიყვარული უდევს საფუძვლად. თუ ქმარი  არ გიყვარს, რატომ იფიქრებ მასზე, მაშინაც კი როცა შენს გვერდით არის; შვილი თუ არ გიყვარს, რატომ ფიქრობ და წუხარ მასზე?  მოსწავლე (ჩემ შემთხვევაში) თუ არ გიყვარს, რატომ ნერვიულობ მასზე?  ქვეყანა თუ არ გიყვარს, რატომ გტკივა ასე? და… უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება…  (ჩვენი ოჯახის  შემთხვევაში მხოლოდ მოვალეობებზე დამყარებული ურთიერთობები და გრძნობები გამოირიცხება!  ნუ შემეკამათებით  :) , თუმცა მოვალეობებიც  არ გვავიწყდება.) 

      გუშინ საბაც გავაბრაზე, გინდა თუ არა მითხარი, რამდენი ქულა მიიღე-მეთქი. 😦 დილით მისი პოსტი რომ წავიკითხე, ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ მოვუშალე ნერვები-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, დედა ვარ და მითხარი რა, რამდენი ქულა მიიღე?   :D  :D  :D   

                 რახან პოსტს ვწერ ე.ი. თქვენც ძალიან მიყვარხართ!  :) 

7 Comments

Filed under ფიქრები

7 responses to “სიყვარული

  1. piccolina

    :ჯუმპ:
    მეც ძალიან მიყვარხართ :2კისს:

    საბამ არ იეჭვიანოს ოღონდ ))))

  2. 😀😀 რა მაგარია🙂
    როგორც ჩემი დედის ”წასული შვილი” მოგმართავთ როგორც შორს წასული შვილის დედას. ამ ნიშნებზე არ ღირს ჩაძიება! მითუმეტეს რომ ამ ჩაძიებით არაფერს არ მიიღებთ ცუდი ხასიათის გარდა. დედა ასე შვებოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ ძალიან იშვიათად ვღებულობდი დაბალ ქულებს, ხოდა მაინც უყვარდა ეს ჩაძიება სანამ ერთხელ არ ავუხსენი რომ ქულები და ნიშნები სკოლაშიც მეყოფა და არ მინდა მასთან ამ თემაზე საუბარი :ჵ ხოდა შეწყვიტა იმის მერე :ჵ: მხოლოდ ერთს შემეკითება ხოლმე – ”კმაყოფილი ხარ გამოცდების შედეგითო” და ვსიო 😛😛

    ხოდა ძნელია ”შორს წასული” ადამიანისათვის ბევრი რამე. მესმის რომ ”შინ” დარჩენილი მშობლის მდგომარეობაც ძნელია, ამიტომ არ ღირს კინკლაობა🙂

    • Bas

      მარტო შენ არ მოგიშლია, რაღაც უაზრო დღე იყო უბრალოდ.🙂

  3. ეჰ, დედაჩემმაც იცის ჩაძიება. განსხვავება მხოლოდ მანძილშია. ის ქუთაისშია, მე-თბილისში. ბოლო დროს მიატოვა და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით მეკითხება: ყველაფერი კარგადაა? როგორ მიდის საქმეები? და ა.შ.

    რატომღაც დარწმუნებული ვარ ძაან მაგარი მასწავლებელი იქნებით.🙂

    • ”როგორც ჩემი შვილი იტანჯება,მეც ისე უნდა დავიტანჯო”- დედის დევიზი(ზოგადად) 🙂🙂🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s