ძირს პოლიტიკა

გაზაფხულია და მგონი, ისე გადის,ვერც შევამჩნიეთ. :( მთელი ქვეყანა პოლიტიკაშია ჩართული, ოპოზიცია- ხელისუფლებაზე  საუბრობს ყველა და ყველგან: სახლში,სამსახურში, სკოლაში, ქუჩაში ხომ თავისთავად, ტრანსპორტში და მგონი საზოგადოებრივ ტუალეტებშიც კი.

რისი ბრალია, ბატონებო, ეს? პოლიტიკური უმეცრებისა და, უფრო მეტად კი, იმის რომ პოლიტიკოსები არ გვყავს. ”ვაი პოლიტიკოსების” პოლიტიკურ ბრძოლაში  მთელი ერი ჩაერთო და გავხდით ”პოლიტქვეყანა,” ნეტავ, ქვეცნობიერად  პოლიტბიუროს მონატრება ხომ არ არის?! 😦

მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინოთ, ძალაში ვტოვებ ჩემს წინადადებას  ”ტელემთავრობის” შესახებ ( იხ.ძველი პოსტი,რა თქმა უნდა,თუ სურვილი გაქვთ). აღარ დავწერ პოსტებს  პოლიტიკაზე, არ გვაკლია  პოლიტჟურნალისტები  და მათი პოლიტიკური ”ანალიზები.”  ისე,  რამდენი სიტყვა გვქონია პოლიტიკასთან დაკავშირებული: პოლიტინფორმაცია, პოლიტტიპაჟი🙂, პოლიტმეცადინეობა, პოლიტორგანო (ეს შეეფერება დღევანდელ მდგომარეობას), პოლიტსემინარია და ვინ იცის კიდევ რამდენი…)  ძირს პოლიტიკა, გაუმარჯოს ფიქრს, განსჯას და თავისუფლებას. ყველამ ჩვენ-ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ და ასე მოვიხადოთ ვალი ქვეყნის წინაშე: ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავზარდოთ შვილები…

გაზაფხულია და მგონი, ისე გადის, ვერ შევამჩნიეთ…

გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი…

3 Comments

Filed under პოლიტიკა, Uncategorized

3 responses to “ძირს პოლიტიკა

  1. გაზაფხული რომ ისე გადის, რომ ვერ ვიგებთ თავად გაზაფხულის ბრალია. ერთი წესიერი ამინდი არ გვაღირსა, რომ გაზაფხული გვეგრძნო🙂

    ძირს პოლიტიკა, გაუმარჯოს ფიქრს, განსჯას და თავისუფლებას! ეგრე იყოს!

  2. ამინდიც ”პროვოკაციას” გვიწყობს😀

  3. მომეწონა ეს პოსტი. მეც კი პოლიტიკაზე დავიწყე წერა და ჩემი მზიანი ბლოგი დავანესტიანე😦
    Time to fall in love😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s