დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა

       27 აპრილი ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა,ვიღაცისთვის – მოსაწყენი, ვიღაცისთვის- ბედნიერი,ჩემთვის?  დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა! ყოველთვის სიხარულითა და ამავე დროს სევდით სავსე, სიხარულით რატომ, ალბათ , განმარტება არ სჭირდება,სევდით – ერთი იმიტომ,  რომ 21 წელია ერთად აღარ აღგვინიშნავს, მეორეც – ვგრძნობ,რომ მეც მემატება წლები(10 წლით უფროსი ვარ),არ ვბერდები, უბრალოდ წლები მემატება, ჩემს დაბადების დღეზე ამას ვერ ვგრძნობ,რატომ არ ვიცი,არც დავფიქრებულვარ. 

      ახლა რაღაცები გამახსენდა მინდოს დაბადებასთან დაკავშირებით. ოჯახში ორი გოგო ვიყავით, მე და ჩემი უმცროსი და, გვარს კი გამგრძელებელი სჭირდებოდა  და მთელი ნათესაობა ელოდა, ვინ გაჩნდებოდა (ექოსკოპია მაშინ არ იყო🙂 ). მამაჩემმა თქვა, ვინც არ უნდა გაჩნდეს,გოგო თუ ბიჭი,მაინც ბაბუაჩემის სახელი უნდა დავარქვა – ყარამანიო. კიდევ კარგი ბიჭი გაჩნდა! ამავე დროს, დედაჩემის სამშობიაროში ყოფნის პერიოდში, მივიღეთ წერილი რჩევებით თუ რა უნდა დაგვერქვა ბიჭისთვის: არგელოდი, გელოდი, მოლოდინა, ნატრულო და რა ვი კიდევ რა…მამაჩემმა სიტყვა შეასრულა ბიჭს ყარამანი დაარქვა, მაგრამ დედაჩემმა თავისი ქნა,ბავშვს ყარამანი როგორ დავუძახოო,გოგოებსაც დასცინებენ თქვანს  ძმას ყარამანი ჰქვიაო (ახლა მიკვირს,რატომ უნდა დაეცინათ,მაშინ კი მართლა მაწუხებდა ეს სახელი)  და ყარამანი გახდა მინდია. პატარა ძმაზე მზრუნველობა ჩემმა დამ აიღო თავის თავზე,მე ბავშვობიდან  ”საზიზღარი” ვიყავი,არაფერი მაინტერესებდა ჩემი სამყაროს გარდა.  ერთხელაც,  როდესაც მაია მინდიას აძინებდა,აკვანი გადაუბრუნდა (ბავშვი აუცილებლად აკვანში უნდა გაზრდილიყო, ”ესე ძველად იყო,ხალხი რომ ბნელი იყო ჯერ”  🙂 ), ატეხა ყვირილი,წივილ-კივილი  – ოჯახის იმედი ,გვარის გამგრძელებელი მოვკალი,დავიღუპეთო (მაია მაშინ 7 წლის იყო,არ დაიწყოთ ახლა 7წლის ბავშვს რატომ ჩაგრავდით,რა გინდოდათო,თავად იყო ასეთი და ახლაც ასეთია ”დედა ტერეზას” ვეძახი )და ტირის, მაგრამ რას ტირის, მთელმა უბანმა ჩვენთან მოიყარა თავი. ააყენეს აკვანი და მინდია იკრიჭება,რა ბედნიერი იყო მაია მაშინ!

             ახლა სამზარეულოში მეძახიან,შიათ, მრავალრიცხოვან ოჯახს უნდა მივხედოოოოოოო !!!!!!🙂🙂🙂

3 Comments

Filed under სხვადასხვა

3 responses to “დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა

  1. ვა. ჩემ ოჯახს მივამსგავსე🙂
    ჩემი და – ჩემი პატარა ძმის გამზრდელი :DDD

  2. Mindia

    I missed my sister very much… Qartyli anbani ara maqvs (ty ar maqvs, ra tqma ynda gamistsoreb) amitom inglisyrs gamovikeneb. me albat kvelaze bednieri adamiani vikavi 27 aprils(tsels ar gachvenebt) rom gavchdi am ojaxshi. vitshi kvelas gonia rom kvelaze yketesi siblings mat kavs, magram chemnairi debi ar arseboben arsad, chven dgemde isev iseti yrtiertoba gvaqvs rogorts bavshobashi iko. My sisters not only protect me but they inspire me every day. Didi madloba am postingistvis. I love you very much.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s