კარგი ახალგაზრდობა გვყოლია!!!

       ძალზე კმაყოფილი ვარ ბლოგების კითხვა რომ დავიწყე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ გადასაშენებელი ერი არ ვართ.  ყოჩაღ, კარგი ახალგაზრდები ხართ,ნამდვილად ღირს სიცოცხლე!!!   :) 

            სულ მიკვირდა,როდესაც მესმოდა,საშინელი თაობა  მოდის, გაუნათლებლები არიან, არაფერი არ აინტერესებთ კომპიუტერისა  და გართობის მეტიო!  :(  ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე სულ ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა და,გარკვეულწილად, არ ვეთანხმებოდი ამ მოსაზრებას. თან ვფიქრობდი, იქნებ  გამონაკლისი ხდება და  ყოველთვის კარგი ადამიანები და მეტ-ნაკლებად  განათლებული ბავშვები მოდიან ჩემთან-მეთქი.მაგრამ რაც ბლოგების კითხვა დავიწყე, მივხვდი,რომ არანაირ გამონაკლისთან არ გვაქვს საქმე. ძალზე მოაზროვნე, განსჯის უნარით დაჯილდოვებულნი, ფართო ინტერესისა და საკუთარი აზრის მქონენი ხართ. რამდენი რამ გაწუხებთ, განიცდით, გტკივათ. რაც მთავარია, ცდილობთ, იმაზე უკეთესნი იყოთ, ვიდრე გუშინ იყავით.

           გისურვებთ, ყოველთვის ასეთები დარჩეთ.  გახსოვდეთ, ილია ჭავჭავაძეც  ”მამათა” თაობამ თავხედად, უზრდელად და გაუნათლებლად მიიჩნია იმ დროს და ვინ იცის, რამდენი ილია დადის თქვენ შორის!!!

            ყველანი ძალიან მომწონხართ და მიყვარხართ!!!  :)  :) 🙂

8 Comments

Filed under ფიქრები

8 responses to “კარგი ახალგაზრდობა გვყოლია!!!

  1. ძალიან მაღიზიანებს როცა ამბობენ ხოლმე რომ დაუნათლებელი თაობა მოდის.
    სინამდვილეში ვფიქრობ რომ აგნათლების მიღების ფორმა შეიცვალა.

  2. Ooh!!! მე კიდევ ძალიან გამიხარდა, რომ ბლოგერის დედაც ბლოგერობს🙂 კარგი პოსტები გაქვთ და მადლობა ილიასთან შედარებისთვის (იმედია, ეჭვი არავის ეპარება ჩემს ილიაობაში :ლოლ: )
    “სხვა ბლოგერის დედა ჩემი ბლოგ-დედაცაა!” – fresh ჰანდაზა by Sophie Golden😛

    • თუ შეიძლება ასე ითქვას, ამის შემდეგ ”ნამეტნავად” მრავალშვილიანი დედა გავხდი🙂🙂🙂

  3. დედაჩემიც რომ გავარკვიო არ მოწყდება ხო ვიცი და ამიტომ საერთოდ არ ვეუბნები ჩემი ბლოგის შესახებ😀 კარგად წერთ ქალბატონო ძალიან სასიამოვნოთ იკითხება პოსტები მადლობა:)

  4. რამდენად განათლებულია ეს თაობა ძნელი სათქმელია ეგ…
    მაგრამ ერთი რაც შეიძლება თავისუფლად ითქვას ისაა, რომ განსჯისა და აზროვნების უნარი აქვთ. ანუ ჩაკეტილ და დაშტამპულ აზროვნებას, ცრუ დოგმებსა და სტერეოტიპებზე ახტებიან… ზოგი სწორად ზოგი ისე, რომ ისევ იმ შტამპით ყოფნა აჯობებდა მისთვის…

  5. ზინიკო მას, გიორგი ვარ თქვენი მოსწავლე, მართლაც საინტერესო სტატიები მოგიმზადებიათ, ეგრე გააგრძელეთ…….😉

  6. რა საინტერესო ბლოგია. მასწავლებლის ხედვა სულ სხვაა და საინტერესო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s