” ფრანკენშტეინი” მოდის

აპრილის პირველი დღეა, ნაცვლად იმისა რომ გაზაფხულის სურნელებით დავტკბეთ, ”გუგულის ბუდესავით” ჩაკეტილ საქართველოში ყველანი, ან თითქმის ყველანი, ილიკო და ილარიონივით პოლიტიკით ვართ დაკავებულნი და ოლღა ბებიას აზრებსაც ვისმენთ. რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ (ვფიქრობ კი) მგონია, რომ საშიშროება გველის. ასე მგონია ”ფრანკენშტეინი” მოდის ! ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური მონსტრი, კომუნისტურ-ზვიადისტურ-შევარდნაძე-მიშისტური ბლოკი.

შვეცდები აგიხსნათ, ყველას სურვილი აქვს შეიქმნას კოალიციური მთავრობა. კარგი, ბატონო, სასურველია, მაგრამ ვინ უნდა შევიდეს ამ კოალიციურ მთავრობაში. როგორ წარმოგიდგენიათ მოქმედი პოლიტიკო სებიდან  ( ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იგულისხმება) ვის ექნება პრეტენზია მინისტრის პორტფელზე? მე ჩემს აზრს მოგახსენებთ:

პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ გვინდაო, კარგი, ბატონო.  

პრემიერ-მინისტრი — დახოცავენ ერთმანეთს, ბოლოს ბურჯანაძეს  ან ალასანიას აირჩევენ!    

ეკონომიკის    მინისტრი —   ზვიად ძიძიგური, კაცი, რომელმაც სამტრედია გადაკეტა – რუსეთს გაუჭირდებაო!

ფინანსთა მინისტრი — ზურაბ ნოღაიდელი, დარჩა ნეტავ რამე შესაჭმელი!

ენერგეტიკის მინისტრი — გიორგი გუგავა, სასამართლოებ ით ყველაზე  უკეთ იცნობს ამ სფეროს.

იუსტიციის მინისტრი — თინათინ ხიდაშელი, ჭკვიანი ქალბატონია, გვარამიაც ჭკვიანია! შეიძლება ბესელიამაც გამოთქვას პრეტენზია!

განათლების მინისტრი — ლევან  ბერძენიშვილი, რა მეთქმის!

თავდაცვის მინისტრი — ლოთი ქობალია (გმირად შერაცხეს ამ ბოლო დროს) ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელი.

მედია-სივრცის ”უფროსი” — კანტორა ”კავკასიის” ბრიგადირი დავით აქუბარდია!

საგარეო საქმეთა მინისტრი  –— სალომე ზურაბიშვილი, თუ დაჯერდა ამას. 

თსუ-ს რექტორი — გუგული მგელაძე…

ეროვნული ბანკის მმართველი — ნოდარ ჯავახიშვილი, ხშირად იწვევს თავის კანტორაში აქუბარდია.

კულტურის მინისტრი — გოგა ხაინდრავა, რეჟისორია კაცი, რურუასავით.

შინაგან საქმეთა მინისტრი — ირაკლი ოქრუაშვილი, გამოცდილი კაცია. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე — შალვა ნათელაშვილი, სასამართლოებში”ნავალი” კაცია,ხელთათმანები აქვს და პარიკსაც შეიძენს.

იდეოლოგია — ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის”.

დაახლოებით ესე მესახება ჩვენი კოალიციური მთავრობა, დანარჩენი კანდიდატების დასაქმება თქვენთვის მომინდვია!

სანათასავით გულანთებული დედა.

5 Comments

Filed under ფიქრები

5 responses to “” ფრანკენშტეინი” მოდის

  1. hah ramdeni vicine
    gaansakutebit sul bolo punqtzee😀 :)))

  2. piccolina

    ვაიმე, ზუსტად მაგას ვამბობ მეც და მეც ძაან მეშინია
    მარა მთავარი დანაშაული ხალხისაა, ყველა სუაალელურ წამოწყებას მარტივად ყვებიან
    რომ დააყენო ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ნებისმიერ პრეზიდენტზე “წადი”-ს ძახილი არ დაეზარებათ ))
    და რაც მთავარია, მერე თავიანთ არჩეულს დაუძახებენ ისევ წაადიო )))
    ზუსტად მახსოვს, მიშას მოსვლას რომ ითხოვდნენ არც მაშინ მივდიოდი მიტინგებზე, არ მევასებოდა მიშა და რა მექნა
    და მაშინ ვინც მექაჩებოდა წამოდიო, ზუსტად იგივე ხალხი ითხოვს ახლაც მიშას გადადგომას

    მე მომიტევეთ და ბნელი საზოგადოება გყვავს და რა ვქნათ (ჩემს ბლოგზეც დავწერე მაგაზე რამდენჯერმე)

  3. “იუსტიციის მინისტრი — თინათინ ხიდაშელი, ჭკვიანი ქალბატონია, გვარამიაც ჭკვიანია! შეიძლება ბესელიამაც გამოთქვას პრეტენზია!” – ეს იყო :ლოლ: ჩვენში ხო ყველა ჭკვიანია და ნიჭიერი… ცოტა წაიზარმაცებენ და თავისი საქმე არ იციან, თორემ სხვა მხრივს ძაან ჭკვიანი ხალხი გვყავს :ირონიჩკა:

  4. zurriuss

    მშვენიერი პოსტია. ბევრი ვიხალისე, მაგრამ ისე გამოდის, რომ საბოლოო ჯამში Ж-елаю О-чень П-реятного А-петита გვრჩება.ჰოდა, ჩვენც ვიხალისოთ. :p :p აი, როცა ხალისის დრო მორჩება, მერე რა ვქნათ? აუ, მართლა რა ვქნათ?😦

    • zurriuss-ს — რა ვქნათ და ჩემი ორი პროექტიდან (”კარცერი-ლუქსი”,”ტელემთავრობა”)რომელიმე განვახორციელოთ :)( მეც ქართველი ვარ,ჩემი პროექტების გატანა მსურს😀😀 :P)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s