”კარცერი-ლუქსი”პოლიტიკოსებისათვის

პრეზიდენტის სტუმრობამ გურამ დოჩანაშვილთან ღიმილი მომგვარა და დოჩანაშვილისეული აზრი მომივიდა თავში. ვასიკო კეჟერაძე და კლიმი ოცნებობენ  ჰქონდეთ ”კარცერი-ლუქსი,” რომელშიც უწიგნურებს ძალდატანებით ჩასვამენ და კითხვას დააწყებინებენ, ადამიანებად რომ აქციონ!

ეგებ ჩვენც გვეფიქრა და შეგვექმნა ”კარცერი-ლუქსი” პოლიტიკოსებისათვის. მოვათავსებდით ”ევრო-ამერიკულად”გარემონტებულ კარცერში პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ცოტა რუსული ელემენტების შეტანაც, ვინმეს გული რომ არ დავწყვიტოთ და მივუშვებდით ნებაზე. იქ უნდა იყვნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ”გამოჩენილი” მოღვაწეები, ალბათ, სულ 200 კაცი აღმოჩნდება ასეთი. შევუყვანოთ მათთვის სასურველი ჟურნალისტები, შევუტანოთ  ”საღებავიანი”იარაღიც, ჰო, ”მასაჟისტი” არ დაგვავიწყდეს და იცხოვრებენ ისინი თავისთვის და ჩვენ ჩვენთვის. მოუწყობენ ერთმანეთს მიტინგებს, რევოლუციებს, შეთქმულებებს. დაიჭერენ ერთმანეთს, ხან ერთნი იქნებიან ხელისუფლებაში და ხან მეორენი. იცხოვრებენ და გაიხარებენ, ჩვენ კი ავაშენებთ ქვეყანას!  მათი შენახვა გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ეხლაა!

ნეტარ არიან მორწმუნენი!!!!!!!!

4 Comments

Filed under იდეა, პოლიტიკა

4 responses to “”კარცერი-ლუქსი”პოლიტიკოსებისათვის

  1. დოჩანაშვილთან დაკავშირებით მინდა კომენტარის გაკეთება.
    გული მწყდება რომ მასეთი დონის მწერალს ელემენტარული იმის თანხა არ აქვს რომ თავის საოცნებო ქალაქში წავიდეს განსხვავებით ბევრი არაფრისმაქნისი ადამიანებისაგან რომლებიც ფულში იხრჩობიან!

    • bas

      სამაგიეროდ გოჩა მანველიძეა ქართველი ბესტ-სელერი🙂

  2. araa aq eg smiliki romlis daxatvac minda mag kacze😀

  3. karcerebi ar acdebat magat mainc…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s