ატეხილია გნიასი – მისაღებ გამოცდებზე არგუმენტირებულ ესეს ითხოვენ! როგორ უნდა დაწერონ ბავშვებმა ის, რაც სკოლაში არ უსწავლიათ და არ იციან, რა უბედურებაა, რა საშინელებაა, რას არ მოიგონებენ ბავშვების გასამწარებლად და დასატანჯად…მოკლედ, ლამის ქვეყნისა და ერის მოღალატეებად, მომავალი თაობის გამანადგურებლად წრმოაჩინონ ქართული ენის ტესტების შემდგენელნი. არადა არაფერია რთული, ელემენტარულად „ტვინის გამოძრავება“ ეზარებათ. მეტ-ნაკლებად ასეთებზე ვრცელდება გურამიშვილისეული სენტენცია – „ ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.“
რა იყო თემა არ დაგიწერია? ჰოდა, თუ ოდესმე დამოუკიდებლად დაგიწერია თემა, ეს ესე რაღა გახდა. მგონი უბრალოდ სიტყვა ესე გაშინებს და სხვა არაფერი. განა თემის წერისას არგუმენტები არ არის საჭირო? ამ „ საშინელი“ არგუმენტირებული ესეს დაწერის სტრუქტურას შემოგთავაზებ, ეგებადა გამოგადგეს:
არგუმენტირებული ესე
ჯერ გავარკვიოთ რა არის თეზისი და არგუმენტი. თეზისი – ავტორის ძირითადი პოზიცია, არგუმენტი – საბუთი, რომელიც მოჰყავს ამ პოზიციის დასასაბუთებლად. ახლა გადავიდეთ მთავარზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვისთვის, რატომ და როგორ ვწერთ. არგუმენტირებული ესე შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.( თემის აგებას ჰგავს? ჰგავს!) მისი აუცილებელი კრიტერიუმები: განსაზღვრე მიზანი, იყავი კონკრეტული, წერე მკითხველისთვის და არა შენთვის, დასაწყისშივე წარმოადგინე ძირითადი აზრი და მერე დაასაბუთე.
არგუმენტირებული ესეს წერისას აუცილებელია, გამოკვეთილი იყოს ავტორის ანუ შენი პოზიცია და ლოგიკური დასაბუთება. არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციით მკითხველის გადაღლა. გაითვალისწინე ვინ არის შენი მკითხველი. აბიტურიენტის შემთხვევაში ეს არის მასწავლებელი, შემდეგ კი – გამსწორებელი. შენი მიზანი უნდა იყოს მკითხველს აჩვენო შენი ცოდნა.
შესავალი - ა) ესეს დაწერის მიზეზის გამოკვეთა, განსახილველი საკითხის მკითხველისათვის გაცნობა;
ბ) სასურველია დასვა შეკითხვა, რომლის შესახებაც ისაუბრებ;
გ) უმჯობესია ადვილად აღსაქმელი სიტუაციის აღწერით დაიწყო წერა;
დ)შესავალი შეგიძლია დაასრულო მოცემული თეზისით ანუ ძირითადი აზრი დასაწყისშივე წარმოადგინე;
ძირითადი ნაწილი – ეს არის მთვარი სათქმელი, რომელიც უნდა იყოს განმარტებული და დასაბუთებული შენეული მოსაზრებებით; უნდა იყოს 3-4 აბზაცი, თითოეულში საკმარისია 4-5 წინადადებაც, ოღონდ მარტივ გაუვრცობელ წინადადებას არ ვგულისხმობ
ამავე დროს, უნდა შეძლო კონტრარგუენტების უარყოფა ფაქტებით, ციტატებით და ა.შ.
დასკვნა - შეაჯამე შენი მოსაზრებები, გაიმეორე თეზისი ოღონდ სხვა სიტყვებით.
ესეც შენი არგუმენტირებული ესე!
ახლა დაწერე არგუმენტირებული ესე – „ მაწანწალა ცხოველები საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფებს.“
“არგუმენტირებული” და “ესეა” პრობლემა, თორემ ისე, თუ დააკვირდები (ან მთლად უკეთესი – სტრუქტურასაც თუ მიჰყვები) მთლად იოლი უნდა იყოს
ღირდა ამისთვის გულის გახეთქვა?
მაგას ვამბობ მეც
აწივწივდებიან ხოლმე ტყუილად
არადა მარტივია
არ გვისწავლიოაოო??? მეათე კლასიდან ყველა წიგნი გამოტენილია წერილებით სადაც გიხსნიან როგორ უნდა დაწერო ესე … გადამრევს ეს ხალხი… თუ ასეთი საშიშია სიტყვა “ესე” კი ბატონო დავარქვათ თემა და დავწეროთ… თუ ტვინის “თემისებურად” ამუშავება შეგიძლია, მაშინ “ესესებურადაც” აამუშავებ… მორჩა, პრობლემა გადაწყვეტილია
MERANIS ESE DAMIWERET ABA
სწორია ვინც აზროვნებს ის ჩააბარებს… ვინც ვერა დარჩება… ლიტერატურის დაზუთხვას არაფერი უნდა და უმეტესი თემას არც წერდა… მაგრამ მე-4 საგნად ვინც ქართულს აბარებს… რა უნდა ვქნათ? გაგვაცნონ თუ რაზე უნდა ვიმუშაო…
KaeN, “მე-4 საგნად ვინც ქართულს აბარებს… რა უნდა ვქნათ?” არაფერი, გააგრძელეთ ძველი ფორმატით მეცადინეობა
vinc azrovnebs, is dawers
ეს არგუმრნტირებული ესე არ არის
gh,გეთნხმები “არგუმრნტირებული ესე არ არის,” არგუმენტირებულია
დაერქმიათ “თავისუფალი თემა”. საერთოდ სათაურები ძალიან აშინებს ადამიანს. :დდდ
აი მე უნივერსიტეტში მომთხოვეს ესეს დაწერა და დავპანიკდი, იმიტომ რომ ესე არასდროს დამიწერია :დდდდ
gamarjba
ra unda eses weras da – odnav tavis garyevanmagram tu tavshi araperi giyria ramdenc ginda imdeni aryie
eses struqturaze maq prezentacia da rame vizualuri sashualeba mjirdeba tu shegicliat damexmarot
ese yvelase kargi ram aris rac amqveynad dawerila.kargi argumenti yvelaze gamosadegi iaragia…
ნაწარმოების მიხედვიტ ესეს დაწერა ადვილია, მაგრამ როცა არ იცი რას მოგთხოვენ მისაგებ გამოცდაზე ეს ცალკე სტრესს იწვევს.
რომ გთხოვენ დაწერე ესე უპატრონო ბავშვებზეო და არ შეიძლება არანაირი მოწოდება გავერთიანდეთ ამის წინააღმდეგ და ა.შ. უაზრობაა ეს ყველაფერი…მაგას ჯობს მეორეც მხატვრული თემა იყოს.
მომეწონა ეს პოსტი, დაგეთანხმებით ესე არაა რთული დასაწერი.მაგრამ მე უფრო წერითი დავალება მაშინებს.კარგი იქნება თუ დაახლოვებით სტრუქტურას მაგაზეც დაწერთ…