არგუმენტირებული ესე

ატეხილია გნიასი – მისაღებ გამოცდებზე არგუმენტირებულ ესეს ითხოვენ! როგორ უნდა დაწერონ ბავშვებმა ის, რაც სკოლაში არ უსწავლიათ და არ იციან, რა უბედურებაა, რა საშინელებაა, რას  არ მოიგონებენ ბავშვების გასამწარებლად და დასატანჯად…მოკლედ,  ლამის ქვეყნისა და ერის მოღალატეებად, მომავალი თაობის გამანადგურებლად წრმოაჩინონ ქართული ენის ტესტების შემდგენელნი. არადა არაფერია რთული, ელემენტარულად „ტვინის გამოძრავება“ ეზარებათ. მეტ-ნაკლებად ასეთებზე ვრცელდება გურამიშვილისეული სენტენცია – „ ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.“

რა იყო თემა არ დაგიწერია? ჰოდა, თუ ოდესმე დამოუკიდებლად დაგიწერია თემა, ეს ესე რაღა გახდა. მგონი უბრალოდ სიტყვა ესე გაშინებს და სხვა არაფერი. განა თემის წერისას არგუმენტები არ არის საჭირო?  ამ „ საშინელი“ არგუმენტირებული ესეს დაწერის  სტრუქტურას  შემოგთავაზებ, ეგებადა გამოგადგეს:

არგუმენტირებული ესე

ჯერ გავარკვიოთ რა არის თეზისი და არგუმენტი. თეზისი – ავტორის ძირითადი  პოზიცია, არგუმენტი – საბუთი, რომელიც მოჰყავს ამ პოზიციის დასასაბუთებლად.  ახლა გადავიდეთ მთავარზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვისთვის, რატომ და როგორ ვწერთ. არგუმენტირებული ესე  შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.( თემის აგებას ჰგავს? ჰგავს!)  მისი აუცილებელი კრიტერიუმები: განსაზღვრე მიზანი, იყავი კონკრეტული, წერე მკითხველისთვის და არა შენთვის, დასაწყისშივე წარმოადგინე ძირითადი აზრი  და მერე დაასაბუთე.

არგუმენტირებული ესეს წერისას  აუცილებელია, გამოკვეთილი იყოს  ავტორის ანუ შენი პოზიცია და ლოგიკური დასაბუთება. არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციით მკითხველის გადაღლა. გაითვალისწინე ვინ არის შენი მკითხველი. აბიტურიენტის შემთხვევაში ეს არის მასწავლებელი, შემდეგ კი – გამსწორებელი. შენი მიზანი უნდა იყოს მკითხველს აჩვენო შენი ცოდნა.

შესავალი - ა) ესეს  დაწერის მიზეზის გამოკვეთა, განსახილველი საკითხის მკითხველისათვის გაცნობა;

ბ) სასურველია დასვა შეკითხვა, რომლის შესახებაც ისაუბრებ;

გ) უმჯობესია ადვილად აღსაქმელი სიტუაციის აღწერით დაიწყო წერა;

დ)შესავალი შეგიძლია დაასრულო მოცემული თეზისით ანუ ძირითადი აზრი დასაწყისშივე წარმოადგინე;

ძირითადი  ნაწილი – ეს არის მთვარი სათქმელი, რომელიც უნდა იყოს  განმარტებული და დასაბუთებული შენეული მოსაზრებებით; უნდა იყოს 3-4 აბზაცი, თითოეულში საკმარისია 4-5 წინადადებაც,  ოღონდ  მარტივ გაუვრცობელ  წინადადებას არ  ვგულისხმობ   :)   ამავე დროს, უნდა შეძლო კონტრარგუენტების უარყოფა ფაქტებით, ციტატებით  და ა.შ.

დასკვნა  –  შეაჯამე შენი მოსაზრებები, გაიმეორე თეზისი ოღონდ სხვა სიტყვებით.

ესეც შენი არგუმენტირებული ესე!

ახლა დაწერე  არგუმენტირებული ესე  – „ მაწანწალა ცხოველები საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფებს.“ 

About these ads

38 Comments

Filed under ზოგადი

38 responses to “არგუმენტირებული ესე

  1. “არგუმენტირებული” და “ესეა” პრობლემა, თორემ ისე, თუ დააკვირდები (ან მთლად უკეთესი – სტრუქტურასაც თუ მიჰყვები) მთლად იოლი უნდა იყოს :)

    ღირდა ამისთვის გულის გახეთქვა? :)

  2. აწივწივდებიან ხოლმე ტყუილად :D არადა მარტივია :)

  3. არ გვისწავლიოაოო??? მეათე კლასიდან ყველა წიგნი გამოტენილია წერილებით სადაც გიხსნიან როგორ უნდა დაწერო ესე … გადამრევს ეს ხალხი… თუ ასეთი საშიშია სიტყვა “ესე” კი ბატონო დავარქვათ თემა და დავწეროთ… თუ ტვინის “თემისებურად” ამუშავება შეგიძლია, მაშინ “ესესებურადაც” აამუშავებ… მორჩა, პრობლემა გადაწყვეტილია :)

  4. geL

    MERANIS ESE DAMIWERET ABA

  5. KaeN

    სწორია ვინც აზროვნებს ის ჩააბარებს… ვინც ვერა დარჩება… ლიტერატურის დაზუთხვას არაფერი უნდა და უმეტესი თემას არც წერდა… მაგრამ მე-4 საგნად ვინც ქართულს აბარებს… რა უნდა ვქნათ? გაგვაცნონ თუ რაზე უნდა ვიმუშაო…

    • KaeN, “მე-4 საგნად ვინც ქართულს აბარებს… რა უნდა ვქნათ?” არაფერი, გააგრძელეთ ძველი ფორმატით მეცადინეობა :)

  6. vinc azrovnebs, is dawers

  7. gh

    ეს არგუმრნტირებული ესე არ არის

  8. დაერქმიათ “თავისუფალი თემა”. საერთოდ სათაურები ძალიან აშინებს ადამიანს. :დდდ
    აი მე უნივერსიტეტში მომთხოვეს ესეს დაწერა და დავპანიკდი, იმიტომ რომ ესე არასდროს დამიწერია :დდდდ

  9. niniko

    ra unda eses weras da – odnav tavis garyevanmagram tu tavshi araperi giyria ramdenc ginda imdeni aryie

  10. teoo

    eses struqturaze maq prezentacia da rame vizualuri sashualeba mjirdeba tu shegicliat damexmarot

  11. mariam jinjikhadze

    ese yvelase kargi ram aris rac amqveynad dawerila.kargi argumenti yvelaze gamosadegi iaragia…

  12. ნაწარმოების მიხედვიტ ესეს დაწერა ადვილია, მაგრამ როცა არ იცი რას მოგთხოვენ მისაგებ გამოცდაზე ეს ცალკე სტრესს იწვევს.
    რომ გთხოვენ დაწერე ესე უპატრონო ბავშვებზეო და არ შეიძლება არანაირი მოწოდება გავერთიანდეთ ამის წინააღმდეგ და ა.შ. უაზრობაა ეს ყველაფერი…მაგას ჯობს მეორეც მხატვრული თემა იყოს.

  13. ლექსო

    მომეწონა ეს პოსტი, დაგეთანხმებით ესე არაა რთული დასაწერი.მაგრამ მე უფრო წერითი დავალება მაშინებს.კარგი იქნება თუ დაახლოვებით სტრუქტურას მაგაზეც დაწერთ…

  14. ესე ყველაზე ადვილია,მთელ ეროვნულ გამოცდებში
    პ.ს მართლა :დ:დ წელს ვაბარებ მაგრამ არცკი ვფიქრობ ესეზე

    • eses dacera minda,, gmirze da antigmirze” shushanikis tsamebis mixedvitt da shegidzliat damexmaroot???

      • ლიკა, სამწუხაროდ დაგვიანებით ვნახე შენი თხოვნა. აწი თუ დაგჭირდები fb-ზე მომწერე :) იქ უფრო ხშირად ვარ.

  15. ver viitan eseebs magram maiinc vweer:S:S:

  16. ana

    damexmaret ra ese maqvs dasaweri “mxileba da gasnja” iones saxarebis merve tavis mixedvit..dzalian mchirdeba.merve klasshi var jer xD

  17. trepikingi damisi tavidan acilebis gzebi — damiweret gtxovt :)

    • ana, ჯოყოლა გიორგი ზვიადაური!გვიან ვნახე თქვენი თხოვნა, თუ დაგჭირდებით fb-ზე მომწერეთ. :)

  18. mari

    me mshvenivrad vwer eses nu tavidan yvelas aqvs problema magram nu geshiniaat dauwereli araperia:)

    • auu gtxoovt ese damiweret raa..”sikvdili yvelas gvashinebs,sxvas rom hkvlen cqera gvwadian”ilia chavchavadzis “sarchobelazed”-amis mixedvit..dzaan gtxoovt

  19. piqria

    terenti granelis,,zozia” dawereet es temaa da ufro gaigeebs mkitxveliii magaliti iqneba yvelastviis !! ase zedapirulad sheidzleba bevrma ver gaigos da magalitidan ufro mixvdeba

  20. Uaresze Uaresi :D

    ავტორი რა გაცოფებულია რა იყო შვილო! :D აშკარად შენ მატორზე ვერ ხარ :D

  21. Violetta

    მე იმის მეშინია ისეთი საკითხი არ მოვიდეს რაშიც ნაკლებად ვერკვევი. მაგალითად ქალების როლი პოლიტიკაში :დ მძულს პოლიტიკა და ვერც ვერკვევი :დ რამე ასეთი რომ მომივიდეს ოო ეგაა საშიში

  22. არადა ყველაზე მეტად ესეების წერა მიყვარს <3 და ძალიან ადვილია თუ წესებს მიყვები :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s