ჩემ შესახებ თუ ჩემს შესახებ

     დღეს აღარ ვაპირებდი პოსტის დაწერას, მაგრამ რამდენჯერმე მკითხეს,  :)  რომელია სწორი ფორმა ”შენს შესახებ თუ შენ შესახებო” და ამიტომ ისევ ვიწყებ ტვინის ბურღვას.

       ბრუნვის ფორმებს შეიძლება დაერთოს ცალკე მდგომი თანდებულები, ისინი დამოუკიდებელ სიტყვად იწერება და ძირითადად ნათესაობით ბრუნვასთან გვხვდება.ამ თანდებულთა უმეტესობა გვხვდება I და II პირის ნაცვალსახელებთან :

  1. სახ.          მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  2. მოთხ.      მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  3. მიც.          მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  4. ნათ.         ჩემ       ჩვენ       შენ        თქვენ

    აქედან გამომდინარე:  ჩემ შესახებ, შენ მიმართ, ჩემ გამო, შენ გარდა, ჩემ მერე, შენ მაგიერ, ჩემ შემდეგ, შენ უკან, ჩემ გამო, შენ წინაშე, ჩემ მიერ, შენ იქით, ჩემ პირდაპირ, შენ გარშემო, ჩემ ქვემოთ, შენ პირდაპირ და ა.შ.  ანალოგიურად იქნება ჩვენ და თქვენ ნაცვალსახელებთანაც.

        დღეისათვის მორჩა…..

About these ads

7 Comments

Filed under მშობლიური ენა

7 responses to “ჩემ შესახებ თუ ჩემს შესახებ

  1. უღრმესი მადლობა ამ პოსტისთვის. შეიძლება გადაკოპირება მომიხდეს სადმე თქვენი (თუ თქვენის) ნებართვით

    • გმადლობთ,რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს. :)
      სწორი ფორმაა – ”თქვენი ნებართვით” (მოქ. ბრუნვა)

  2. piccolina

    და თუ ვამბობ “ჩემს დას” ან “შენს ძროხას” ეგ ს უნდა?
    ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე ესენი )))

    • ასეთ შემთხვევაში აუცილებელია,რადგან ”ჩემს დას” ან ”შენს ძროხას” კუთვნილებას გამოხატავს. :)

      • piccolina

        სწორად მხსომებია ზნაჩეტ )))

      • რატომ?
        მე მგონი, როგორც იბრუნება მაგალითად ლამაზი ქალი, ლამაზმა ქალმა, ლამაზ ქალს და ა.შ. ისევე უნდა იყოს ჩემი და, ჩემმა დამ, ჩემ დას…
        არა?

        • sin165-ს
          ჩემ შესახებ – ამ შემთხვევაში ნაცვალსახელი ჩემ არის პირის და არა კუთვნილებითი; პირისა და კუთვნილებითი ნაცვალსახელები კი სხვადასხვანაირად იბრუნება.I პირის ნაცვალსახელთა ნათესაობითი ბრუნვის ფორმაა-ჩემ.I და II პირის ნაცვალსახელთა ნათ.ბრუნვის ფორმა მხოლოდ თანდებულით იხმარება :ჩემგან, ჩემთვის, ჩემ მიერ, ჩემკენ, შენ გამო…
          ყველა ასეთ შემთხვევაში ნაცვალსახელი წარმოდგენილი იქნება ბრუნვის ნიშნის გარეშე:ჩემ გარდა,შენ შესახებ, ჩვენ გამო, ჩემ მიერ, ჩვენ და თქვენ შორის,შენ წინაშე…
          რაც შეეხება ”ჩემი და”, ჩემი -კუთვნილებითი ნაცვალსახელია და ასე იბრუნვის:
          სახ. ჩემი და
          მოთხ. ჩემმა დამ
          მიც. ჩემს დას
          ნათ. ჩემი დის
          მოქ. ჩემი დით
          ვით. ჩემს დად
          წოდ. ჩემო დაო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s